ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ის ჩვენებურს "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა. მან სწორედ მოსკოვური გუნდის საიტს მისცა ინტერვიუ და გთავაზობთ იმ მონაკვეთს, სადაც ის ქართველის შესახებ საუბრობს:

- ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააფორმა. როგორ ფიქრობთ, "ნაპოლი" და სერია A მას ზოგადად უხდება თუ სხვა ჩემპიონატში უნდა წასულიყო?

- ვფიქრობ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" მოერგება. ჯერ ერთი, მას გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კარგად იცნობს და მეორეც, მარცხენა ფრთაზე მათ შემტევი ლორენცო ინსინიე გაუშვეს და მისი შემცვლელი სასწ
რაფოდ ესაჭიროებათ. 

რა თქმა უნდა, მათ ხვიჩას თამაშებს უყურეს და ის სწორედ ამისთვის წაიყვანეს... ადგილი თავისუფალია და ახლა ახალგაზრდა ნიჭიერ კვარაცხელიას შეუძლია სწორედ ინსინიე ჩაანაცვლოს.

ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული... უნდა დაამტკიცოს, რომ კაპიტნის შეცვლა შეუძლია. მჯერა მისი და მგონია, რომ ის ამას მოახერხებს!

- მასთან ურთიერთობას ინარჩუნებთ?

- ბევრ ფეხბურთელთან ვინარჩუნებ ურთიერთობას, მათ შორის, ხვიჩასთან. კარგი ინტერვიუ მქონდა იტალიურ პრესასთან, მკითხეს ხვიჩას დადებითი და უარყოფითი მხარეები. მანამდე მასთან მოკლე საუბარი მქონდა, მორალურად მხარს ვუჭერ.

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

ასევე დაგაინტერესებთ