Ilmattino.it
"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში საუკეთესოს წოდებით ჩამოდის, ქართველი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ასევე, სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს. შემტევი ივლისიდან ლურჯ მაისურს მოირგებს. ბათუმის "დინამოში" ხვიჩამ სულ რამდენიმე თვე გაატარა, მაგრამ გულშემატკივარს თავი ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრა. ქართული გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს და ტიტულთან ახლოსაა. კვარაცხელია მოედანზე ერთა ლიგის მატჩების შემდეგ აღარ გამოჩენილა. სპალეტი ახალწვეულს პირველ ივლისს ელოდება".
Tuttonapoli.net
"მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას გულშემატკივრები საქმეში
9 ივლისს იხილავენ, ფეხბურთელმა მშობლიურ ქვეყანაში სრული აღიარება მოიპოვა, თავისი გამორჩეული თამაშის წყალობით ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. თავი არა მხოლოდ გატანილი გოლებით, არამედ ლამაზი საგოლე გადაცემებითაც გამოიჩინა. ქართულ კლუბს კვარაცხელიას შენარჩუნება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სურდა, მაგრამ ხვიჩა პირველ ივლისს ოფიციალურად "ნაპოლის" მოთამაშე გახდება".
შეგახსენებთ, ჩვენებურმა ამ სეზონში ბათუმელთა მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ დროში "კვარამ" 8 გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.
დინამო თბილისთან არის მომდევნო ტური და გამოვა ალბათ დასამშვიდობებლად.
ძაან მაგარია, იმედია გაივსება სტადიონი.
დღეს ცოტა ხალხია რატომღაც