ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ავთო ებრალიძე კარიერას ფამაგუსტის "ანორთოსისში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ქართველმა შემტევმა ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ებრალიძე ბოლოს "დოქსაში" ირიცხებოდა, კვიპროსულ გუნდში 25 მატჩში 4 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. 30 წლის ქართველმა  მოთამაშემ კარიერის დიდი ნაწილი პორტუგალიის ჩემპიონატში გაატარა. სხვადასხვა დროს "ჟილ ვისენტეს", "ნასიონალის", "ლაგოსის", "ოლივეირენსეშის" ღირსება დაუცავს. ავთოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.