წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ არა კიევის "დინამოში"

AutoSharing Option
გუშინ football24 იტყობინებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" შემადგენლობაში შვეიცარიულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "ივერდონთან" თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. თუმცა, როგორც ირკვევა, ის მაინც სხვა გუნდში გადავა.

ეს გამოცემა ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიოს პოლონეთში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია, სადაც მას "ლეხის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საშუალება მიეცემა და შთამბეჭდავ ხელფასსაც მიიღებს, რაც ჩინებული პერსპექტივაა.

მოლაპარაკებები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა (ამას აგენტიც ადასტურებს) და ფეხბურთელის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით ადვილი არ იყო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ წიტაიშვილი პოზნანურ კლუბში ერთწლიანი იჯარით
გადავა და სეზონურ გასამრჯელოდ დაახლოებით 350 ათას ევროს მიიღებს. გიორგის სამსახურით "ზაგლებიეც" იყო დაინტერესებული, მაგრამ მან არჩევანი "ლეხზე" გააკეთა.

პოზნანურმა კლუბმა უკვე დაიმატა "მეტალისტის" 30 წლის უკრაინელი მეკარე არტურ რუდკო და მალე ხელშეკრულებას გაუფორმებს "ბელენენსეშის" 22 წლის პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ აფონსო სოუზას.

"ლეხი", რომლის ღირსებასაც "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავს, 5 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ყარაბაღს" უმასპინძლებს - საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს ბაქოში გაიმართება.

წიტაიშვილს "დინამოსთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი კრაკოვის "ვისლაში" თამაშობდა.

Sportarena-ს ცნობით, თავად გიოს პოლონეთში დაბრუნება სურს, გადაწყვეტილების მიღება თვითონ შეუძლია, რადგან უეფამ უკრაინული კლუბების ფეხბურთელებს კონტრაქტების ერთი წლით შეჩერების უფლება მისცა.

პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩუკი ირწმუნება, რომ ტრანსფერს უკვე არაფერი არ შეუშლის ხელს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სწორი გადაწყვეტილებაა, თან პოლონეთის ჩემპიონატი კარგი ჩემპიონატია და კარგი დონეა და კარგი ტრამპლინი იქნება! წარნატებები!!
ირაკლი
29 ივნისი 2022 18:53
0
მიდი გიო ექსტრაკლასიდან ბუნდესლიგამდე
რაბუ
29 ივნისი 2022 14:16
0
კარგი ფეხბურთელია მებრძოლი, თან შრომაც არ ეზარება,რით ვერ მოაწონა თავი კიევს
ალეკო
29 ივნისი 2022 14:04
0
ოქროს ბიჭია
gela
29 ივნისი 2022 13:09
0
გიო ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი ხარ! შენთან ვართ გულით და სულით! ჩვენი ბრილიანტუ ხარ!!!
ზურა
29 ივნისი 2022 12:23
0
ოღონდ ბელგიას არ უნდა გაეკარონ
zura
29 ივნისი 2022 12:16
0
გიორგი კაი იგროკია კარგია რო იმ დინამოს მოცილდა,უფრო მოუმატებს და უფრო დაიხვეცება,და უფრო კაი და მაგარ გაუნდსი გადავა,ნაკრებისტვისაც კაია
Каха
29 ივნისი 2022 12:15
0
Mtavaria atamashon gio daamtkicebs rom dalian dzlieria,shemdegi nabiji top-5 chempionati iqneba darwmunebulivar.warmatebebi gio....
Givi
29 ივნისი 2022 10:25
0
მოშორდით ბიჭებორუსეთს და უკრაინას, ყველა ევროპაში, თუნდაც საშვალო გუნდში..წარმატებები გიორგი
გოგა
29 ივნისი 2022 09:16
0
რუსეთზე ნაკლები სასაფლაო არ არის უკრაინა ქართველი ფეხბურთელებისთვის. მანდაც კლანობიაა როგორც რუსეთში. გიო წარმატებები მთელი საქართველო შენს გვერფით ვართ
ტოტტი
29 ივნისი 2022 08:57
1

სიახლეები პოპულარული