ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლაშა დვალი უკლუბოდ დარჩა - ქართველი მცველი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი აღარაა

AutoSharing Option
"ფერენცვაროშის" პრეზიდენტმა გაბორ კუბატოვმა განაცხადა, რომ გუნდი ქართველმა ლეგიონერმა ლაშა დვალმა დატოვა.

მან 27 წლის მცველი კარგ ადამიანად და ფეხბურთელად დაახასიათა. უნგრულ გუნდში სტანისლავ ჩერჩესოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ლაშას სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლეოდა და მან გასულ სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

დვალი "ფერენცვაროშის" ფორმას 2019 წლიდან ირგებდა. ის უნგრული კლუბის რიგებში პოლონური "პოგონიდან" გადაბარგდა.