იტალიური "ნაპოლის" მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დადასტურებას ქართველი გულშემატკივრების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. გამოქვეყნებულ პოსტს ერთ საათში "ინსტაგრამზე" დაახლოებით 37 ათასი "მოწონება" ჰქონდა, "ფეისბუქგვერდზე" ეს რიცხვი 15 ათასი იყო. პოსტს უამრავი კომენტარიც ახლავს, რომელთა დიდი ნაწილი "კვარას" თანამემამულეა.
ქართველი იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი "ფეისბუქგვერდზე" წერს:
"ნაპოლის სოცმედიის მენეჯერმა გუშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ წიხლით შეეძლო უფროსის კარის შეღება და ხელფასის მომატების მოთხოვნა."
"კიბერშეტევა" - ხუმრობს ზემოხსენებული პოსტის კომენტარებში ერთ-ერთი გულშემატკივარი.
Sportall.ge კიდევ ერთხელ ულოცავს ხვიჩას და მისი დიდი
წარმატების მოლოდინშია!
ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელია