"ხვიჩასი მჯერა, რადგან "ერთა ლიგაზე" მისი თამაშები ვნახე" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Tuttonapoli ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ბორის სოლაცოს სიტყვებს აქვეყნებს, რომლებიც "ნაპოლის" ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას ეხება:

"გაუჭირდება თუ არა კვარაცხელიას ჩვენს სერია "ა"-სთან შეგუება? იტალიელები ტაქტიკურად კვლავინდებურად საუკეთესონი ვართ. თვით პეპ გვარდიოლაც კი ამბობს, რომ ყველაფერი კარლო მაცონესგან ისწავლა.

მიუხედავად ამისა, სერია "ა"-ში ისეთი დონეა, რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს მარტივად შეუძლიათ, რომ სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ. კვარაცხელიამ დაგვარწმუნა, რომ ჭკვიანია, რადგან სწორ გუნდში გადავიდა, რომლის თავკაციც თვით სპალეტია. ხვიჩასი მჯერა, რადგან "ერთა ლიგაზე" მის მიერ ჩატარებული თამაშები ვნახე“.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ქართველი გარემარბის ტრანსფერი
უკვე გააოფიციალურა, თუმცა წარდგენა ჯერ არ გამართულა. სპალეტის გუნდი შეკრებას 8 ივლისს იწყებს.

altხვიჩასთან, "ნაპოლიში" - რონალდო და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

altკვარაცხელია ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა - შოთა არველაძე


მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩა ნაპოლის ბაზაზე მივიდა.
მოკლე ვიდეო.
twitter.com/salv_amoroso/status/1544653925546184704
ქ. გ.
17:47 06-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული