"სლოვანზე" კაშიასა და კანკავასგან მშვენიერი ინფორმაცია მქონდა. მათ საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათ, არამედ ჩემს ყველა ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
"გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის. ჩვენ შევიძინეთ შემტევი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კლასით აშკარად დაგვეხმარება. გვიხარია, რომ "გენტთან" საერთო ენის გამონახვა მოვახერხეთ და გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ. გიორგი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელ ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც კარგად იცნობს და იცის, რას უნდა ელოდო მისგან. მჯერა, რომ ამის წყალობით, გიორგი სწრაფად მოერგება გუნდს" - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა.
შეგახსენებთ, რომ 6 და 13 ივლისს ბრატისლაველები ბათუმის დინამოს" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.
ვის უნდა უფრთხოდეს კაშია ყველაზე მეტად? - ბათუმის "დინამოსი" გვეიმედება...