ვიცი, რას მოითხოვს ვაისი - ჩაკვეტაძე წარადგინეს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" წარადგინეს. თავდაპირველად, კლუბის მიერ გავრცელებულ ფოტოში მარტივად იკითხებოდა, რომ მასზე ქართველი ნახევარმცველი იყო გამოსახული. ისიც გავიგეთ, რომ "ჩაკვე" 70-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი გიორგის კომენტარიც გავრცელდა:

Sportall.Ge

"სლოვანზე" კაშიასა და კანკავასგან მშვენიერი ინფორმაცია მქონდა. მათ  საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათ, არამედ ჩემს ყველა ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
სლოვანში მოვდივარ იმიტომ, რომ დავეხმარო გუნდს, მიაღწიოს წარმატებას სლოვაკეთის ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, ე.წ. ათიანზე, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია. ამ სტადიონზე პირველად გამოვალ. მოუთმენლად ველი  "სლოვანში" თამაშს."

Sportall.Ge

"გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის. ჩვენ შევიძინეთ შემტევი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კლასით აშკარად დაგვეხმარება. გვიხარია, რომ "გენტთან" საერთო ენის გამონახვა მოვახერხეთ და გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ. გიორგი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელ ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც კარგად იცნობს და იცის, რას უნდა ელოდო მისგან. მჯერა, რომ ამის წყალობით, გიორგი სწრაფად მოერგება გუნდს" -  განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 და 13 ივლისს ბრატისლაველები ბათუმის დინამოს" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

altვის უნდა უფრთხოდეს კაშია ყველაზე მეტად? - ბათუმის "დინამოსი" გვეიმედება...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ღᲛერთო დაუბრუნე ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთს!
Ზივზივაძის ფანი
18:27 05-07-2022
0
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ მინდა წარმატებები ვუსურვო! გაუმარჯოს ქართულ კლუბებს და ბათუმის დინამოს!
ლადო
11:39 05-07-2022
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული