საბა კვირკველია "ნეფთჩის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია "გაგრადან" "ნეფთჩიში" გადავიდა, - იტყობინება აზერბაიჯანული კლუბი საიტით.

კვირკველიამ ბაქოში მედშემოწმება გაიარა, კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საბა "ნეფთჩის" თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. "ნეფთჩი" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "არისს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი მცველი უგუნდოდ იყო და დინამო თბილისში საიმონ ბენიო და ვიღაც სილიბისტროები ყავთ, ჩემპიონ ბათუმში კი კობახა და კიდე ორი! გასაკვირია პირდაპირ!
ტარიელ მაღალდაძე
05 ივლისი 2022 12:10
0
ეს ტოპ ლიგაში უნდა იყოს უკვე კარგა ხანია მაგრამ ასე იცის მხოლოდ ფინანსებზე ორიენტირებამ ხი ყველას უნდა უზრუნველყოფილი მომავალი მაგრამ ცოტა უფრო თუ მოინდონებდი და ცოტა უფრო ჭკუას გამოიჩენდი იმავე ფულსაც და კარიერასაც აიწყობდი შაბსი წასულია
კახა
05 ივლისი 2022 11:58
0
ბათუმის დინამოსგან გამიკვირდა. სასწაულად სჭირდებათ მცველები და კვირკველიას ბაქოში უშვებენ. მდა. არადა წავიდოდა ცხადია
კაპიტან გარდენბურგი
05 ივლისი 2022 01:46
0
ქართული გვარი კვერკველია გაგიგიათ? რუსებმა დაწერეს შეცდომით და დაერქვა კვერკველია. ისევე როგორც რუსებმა დაარქვეს ჯანოს ჟანო. იასონ კვირკველია არ გაგიგიათ ან დავით კვირკველია? ახლა ყველა ქართული პრესა კვერკველიათი მოიხსენიებს. სირცხვილია.
გიო
04 ივლისი 2022 23:36
1
წარმატებები საბას,ერთი მაინტერესებს,საბას გვარი კვირკველია თუ კვერკველია?
გია
04 ივლისი 2022 23:05
0
შენ როგორ ფიქრობ?
გომორძგუა მარგალეფც
05 ივლისი 2022 00:25
0
რა პირობები შესთავაზეს ისეთი რომ ბათუმის ან თბილისის დინამო ვერ მოახერხებდა მაგის დაკმაყოფილებას. მითუმეტეს ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაც თანხა ერგებოდათ ისედაც ხომ? არ შეიძლება ესეთი გამოცდილი და ხარისხიანი ფეხბურთელის ესეთ გუნდებში გაშვება
nika7
04 ივლისი 2022 18:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული