ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკი: სისულელე იქნებოდა, ხვიჩა "რუბინიდან" რომ არ წასულიყო

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე კომენტარი "ჩემპიონატთან" გააკეთა და ყოფილი შეგირდი ძალიან თბილად მოიხსენია:

"ხვიჩასთან მუდმივად ვურთიერთობთ. რაც შეეხება მის "ნაპოლიში" გადასვლას, ეს ხომ ხვიჩას არჩევანი იყო. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ რომელი კლუბიც უნდა აირჩიოს, მან კი უკვე აირჩია, განვიცდი და ვგულშემატკივრობ. ჩვენ ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნეთ, კარგი ადამიანური და პროფესიონალური ურთიერთობები.
როგორ უნდა მიგვეღო ტრანსფერიდან ფული? მას კონტრქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდებოდა. პირობითად, რომც არ წასულიყო, ახლა 100%-ით ისარგებლებდა ამ უფლებით. სისულელე იქნებოდა,
ამით არ ესარგებლა. უცნაური იქნებოდა. ფიფას ოფცია ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. მე ვფიქრობ, ეს წესი ერთი წლით არ შემოიფარგლება".

ასევე დაგაინტერესებთ