- როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის და ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის?
- ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეკრება და ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, რათა კარგად მოვემზადოთ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მზად უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. მჯერა, რომ ახალი ფეხბურთელებიც მზად იქნებიან. ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები. ყველას გვესმის, რომ
- როდესაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, გაგიხარდათ, "სლოვანი" საქართველოს ჩემპიონს რომ შეხვდა?
- სულაც არა! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც რთული თამაშები გვექნება. მეორეც იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია და ევროპულ ტურნირში ყოველთვის მირჩევნია, რომ არ შევხვდეთ ქართულ გუნდებს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მიხარია, რომ ბათუმის "დინამოს" ვეთამაშებით. ველოდებით გუნდს, რომელმაც ბოლო დროს წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა... თუმცა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "სლოვანს" წინსვლაში დავეხმარო.
- "სლოვანისთვის" სასიხარულო ამბავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ ითამაშებს?
- ვლოცულობდი, რომ ხვიჩა წასულიყო "ნაპოლიში" და ჩვენთან არ ეთამაშა. ის წარმოუდგენელი ტალანტია. მარცხენა გარემარბი, რომელიც ბურთით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ვინმესთან რომ მომიწიოს მისი შედარება, ეს არის ვლადო ვაისი. რა თქმა უნდა, არ მინდა ვთქვა, რომ ის უკეთესია, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდაა.
- წილისყრის შემდეგ საქართველოდან ბევრი გირეკავდათ?
- რა თქმა უნდა. ერთ-ერთმა პირველმა ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა დვალიშვილმა დამირეკა, აინტერესებდა, თუ შეძლებდა ჩემ წაყვანას და მკითხა - რა პირობებით გადავიდოდი ბათუმის "დინამოში". მაგრამ ვუპასუხე, რომ ამდენს ვერ გადამიხდიდნენ. მართლა ბევრი მირეკავდა და მწერდა და არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებიც. ბათუმში ნაკრებთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ და იქ ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელები უყვართ. ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ "დინამოს" წინააღმდეგ მთელი ძალით არ მეთამაშა. რა თქმა უნდა, ამას იუმორით ვუყურებ და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ "სლოვანის" გამარჯვებისთვის.