ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მამარდაშვილს ესპანეთში პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option
eldesmarque იტყობინება, რომ "ვალენსია" ახალი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, დღეში ორჯერ ვარჯიშობს, მაგრამ გიორგი მამარდაშვილსა და სერბ უროშ რაშიჩს პრობლემა შეექმნათ და მადრიდში გაემგზავრნენ.

საქმე ისაა, რომ ბრექსიტის გამო ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების წესები შეიცვალა და მათ ახალი ვიზები უნდა აიღონ.

გამოცემის ცნობით, ისინი მაქსიმუმ ხუთშაბათს დაბრუნდებიან და 30 ივლისს "ნოტინგემ ფორესტთან" ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.

"ვალენსია" კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს: 18 ივლისს "დორტმუნდთან", 23 ივლისს "შტუტგარტთან" და 6 აგვისტოს "ატალანტასთან", ხოლო 14 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში, "ჟირონას" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ