თბილისის "დინამოს" მეკარე "სპორტინგში" გადავიდა

AutoSharing Option
18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი იჯარის წესით "სპორტინგში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამოს აკადემიის აღზრდილი 18 წლის მეკარე - პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით კარიერას პორტუგალიური გრანდის - სპორტინგის რიგებში გააგრძელებს. 2023 წლის ზაფხულში ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პაპუნა ბერუაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხება. ბერუაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარე გახლავთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები. დინამოს და სპაერის ამხანაგური ძალიან ჩამრჩა გონებაში, მაშინ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია განვითარდა მის შემდეგ, უფრო სტაბილური გახდა და ბევრი ისწავლა. თორე ეგრე მამარდაშვილსაც ცენტრიდან გაშვებულ გოლს უხსენებდნენ ვერაფერი გამოუვაო მაგრამ კი არის ვალენსიას ძირითადში :) მოკლედ მენტალური სიძლიერე, სტაბილურობა და შრომა, წარმატებებს გისურვებ
deme
21:26 09-07-2022
0
წარმატებები პაპუნას!!! ალბათ მამარდაშვილის პრეცენდენტი დიდი მოტივაციაა სხვა ქართველი მეკარეებისთვის.
რამდენია სიმაღლეში ხომ არ იცით? ვერსად ვერ მოვიძიე.
Felisio
23:02 09-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული