ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თბილისის "დინამოს" მეკარე "სპორტინგში" გადავიდა

AutoSharing Option
18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი იჯარის წესით "სპორტინგში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამოს აკადემიის აღზრდილი 18 წლის მეკარე - პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით კარიერას პორტუგალიური გრანდის - სპორტინგის რიგებში გააგრძელებს. 2023 წლის ზაფხულში ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პაპუნა ბერუაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხება. ბერუაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარე გახლავთ".