"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპოალეტიმ "პერუჯასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.
"ბურთს კარგად ვფლობდით, კვარამ პირველ ტაიმში ხარისხი უზრუნველყო. ღირსეული შემცვლელია ისეთი ჩემპიონისთვის, როგორიც ინსინიეა.
რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ბაზარზე ტრანსფერებს, ალბათ, ბოლოს განვახორციელებთ. მე სრულად ვენდობი ამ შემადგენლობას. გასაგებია, რომ გულშემატკივრებს უკეთესი თამაშის ნახვა სურთ, ამისათვის ინდივიდუალური მოქმედება და ტექნიკა უნდა ვაჩვენოთ.
ოსომჰენს ფორმაში ჩადგომა სჭირდება, თუმცა ჩვენ მისი პოტენციალი ვიცით და გასაუმჯობესებლად მუშაობას გავაგრძელებთ.
თუ პოლიტანო დარჩება და ისევე გაირჯება,
როგორც გასულ სეზონში, ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიქნებით".
თუ პოლიტანო დარჩება და ისევე გაირჯება,