"მას შემდეგ, რაც კლუბი ინსინიემ და მერტენსმა დატოვეს, "ნაპოლისთვის" ახალი ერა დაიწყო, რადგან აღნიშნული დუეტი 9 წლის განმავლობაში გვერდიგვერდ თამაშობდა. თუმცა გამოჩნდა კვარაცხელია, რომელიც მაესტრო ლუჩანოს ძალიან მოსწონს და ქართველს სულ უფრო მეტ დროს უთმობს. ხვიჩას განსხვავებული მოძრაობები აქვს და მეტოქე გუნდის კართან დიდ ხიფათს ქმნის".
შეგახსენებთ, ჩვენებურმა ახალ კლუბთან ერთად ორი თამაში გამართა: "ანაუნიასთან" ორი გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა,
"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია
"ხვიჩა კვარაცხელიას მოუწევს 77 ნომერს ტაბუ მოხსნას..." - იტალიური მედია ხვიჩას ვრცელ სტატიას უძღვნის
რაღაცნაირად არ მომწონს ფეხბურთელები რომ ჩუმად არიან, როცა მათ საუკეთესო მეგობარს საზოგადოების ერთი ნაწილი უსამართლოდ ლანძღავს. მე რომ ნაკრების წევრი ვიყო და ხმა მიმიწვდებოდეს გარკვეულ ადამიანებთან, აუცილებლად გავაპროტეტსებდი და დავიცავდი თანაგუნდელს.
მაშინაც ეგრე იყო, ხვიჩა რომ რუსეთიდან წამოვლას აგვიანებდა, სხვას არავის ლანძღავდნენ ხვიჩას გარდა, და ის ადამიანები, რომლებიც ხვიჩას ხარჯზე სუფთად გამოვიდნენ და ისე დატოვეს რუსეთი, ერთი ცუდი კომენტარიც არავის დაუწერა მათზე, ბოლომდე ჩუმად იყვნენ და ხვიჩას დასაცავად სიტყვა არ გაუღიათ.
თანადგომაც აღარ გვცოდნია ასე გამოდის.
მე როგორც გულშემატკივარს უსამართლობა მახრჩობს და იმათთვის ვითომ არაფერია.
მარტო პირადში მიწერა და "დაიკიდე ძმაო" თი გამხნევება არაა საკმარისი...