ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და "დორტმუნდს" შორის (3:1) გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ცნობილი ესპანური გამოცემა eldesmarque ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა.

"სეზონს ისე იწყებს, როგორც წინა დაასრულა. კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია".

შეგახსენებთ, "ღამურებმა" ამხანაგური მატჩი "დორტმუნდის" წინააღმდეგ 2 დღის წინ ავსტრიაში გამართა. გიორგიმ მოედანზე 62 წუთი გაატარა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს დღეს, "სენტ გალენის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.