"შტუტგარტმა" მამარდაშვილს 5 გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ვალენსიამ“ წინასასეზონო მზადებისას მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „დორტმუნდისა“ (3:1) და „სენტ გალენის“ (2:0) ძლევის შემდეგ, სტუმრად „შტუტგარტთან“ 2:5 დამარცხა.

მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გიორგი მამარდაშვილი შეუცვლელად ათამაშა და ქართველმა 44-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, როდესაც კარიდან წინ გავიდა, არაზუსტი გადაცემა გააკეთა და 20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ტიაგო ტომასმა გოლი შორიდან გაუტანა.

შემდეგ სპარინგს „ვალენსია“ 30 ივლისს გასვლაზე „ნოტინგემ ფორესტთან“ გამართავს.

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც-არენა“
შტუტგარტი - ვალენსია 5:2
გოლები: 1:0 ტიაგო ტომასი (16), მარკოს ანდრე (30), 2:1 ტიაგო ტომასი (44), 3:1 სილასი
(46), 3:2 მარკოს ანდრე (55), 4:2 პერეა (58), 5:2 ჩურლინოვი (90)

მკითხველის კომენტარები / 13 /
2 მეტრიდან გაუტანეს დანარჩებენი.. პრახადნოი დვორია ვალენსიას დაცვა ხომ გეუბნებიიით . მეცოდება ეს ბიჭი ამათ ხელში.
ილია
21:44 23-07-2022
3
გატუზო ავალებს,გუნდმა მოკლე პასებით ითამაშოს და მეკარემ,ფაქტობრივად ლიბეროს ფუნქცია შეასრულოს.ბორდალასი გრძელი პასით თამაშს თხოულობდა მეკარისაგან.ცხადია,გადაწყობას დრო დასჭირდება.გიორგი ხომ ჯერ ისევ გამოუცდელი მეკარეა და ბევრი აქვს სასწავლი.ფაქტია,რომ დაცვაც ძალიან ადვილად უშვებდა შემტევებს.იმ გოლის დროს,ერთი შეხებით,100-დან ალბათ მხოლოდ ერთი კაცი გაბედავდა დარტყმას,მეორე შეხებაზე კი,მამარდა უკვე კარში ჩაასწრებდა.კარგი გაკვეთილი მიიღო და მომავალში, აუტში,ან წინ გადააგდებს ბურთს.
სოსო
20:25 23-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული