"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ხვიჩა Corriere dello Sport-ს ესტუმრა და "მილანისა" და "ნაპოლის" ძლიერი და სუსტი მხარეები განიხილა. სხვადასხვა დროს მადრიდის "რეალის", "როსონერის", "იუვენტუსის", "რომასა" და ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა ერთი-ორი სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა და "ლივერპულის" ლიდერს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"ყველაზე რთული სპალეტისთვისაა, მან დაცვის ლიდერი, კულიბალი დაკარგა, ამავე დროს მოაკლდება ინსინიეს გოლები და ასისტები, მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ძალიან მაინტერესებს, ქართველი ფეხბურთელი მოძრაობებით ძალიან გავს მოჰამედ სალაჰს" - განაცხადა ფაბიომ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ნეაპოლელთა რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა უკვე
გამართა და თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს სალახი კარგი ნაკაჩავებია და საუკეთესო დიხანია აქვს.მაგრამ დრიბლინგში ხვიჩასთან ვერ მოვა
ლევანი
31 ივლისი 2022 09:00
0
ეს სალახი კარგი ნაკაჩავებია და საუკეთესო დიხანია აქვს.მაგრამ დრიბლინგში ხვიჩასთან ვერ მოვა
ლევანი
31 ივლისი 2022 08:57
0
გიორგი ღვინიაშვილი, ყველას არ მოუსმინო. ვინ, კაპელო არის ყველა?! სასაცილოა. კაპელოს და საკის სიტყვები აუცილებლად დადეთ, მით უმეტეს თუ ქართველზე და საქართველოზე კარგს დაწერენ! გაიხარე!
alexandre
25 ივლისი 2022 13:25
0
კარიერა დამთავრებული ფეხბურთელის შედარება მასთან ვინც ეხლა იწყებს რავი...ყიფიანი რომ გენიოსი იყო ვერავინ იდავებს...გვიანაც გაიხსნა..თამაშის მანერით ზიდანს გავდა...ასევე ვეთანხმები კომენტარს რომ ხვიაჩას ასაკში ნადვილად ვერ ბრწყინავდა...კვარაცხეკია ჯერ დაუმუშავებელი მარგალიტია...და ყველაფერი აქვს ითამაშოს დიდი ფეხბურთი...10 წლის შემდეგ შეიძლება ისაუბრო მის კარიერაზე და ვის გავს თამაშის მანერებით..და კარიერაზე
კიეზა
25 ივლისი 2022 07:42
1
სალაჰს არა სალიჰამიჯიჩს თქვენ ყველაფერი კიარ უნდა დადოთ რამდენივინმე რას დაწერს საერთოდ არმჯერა კაპელოს ეგ ეთქვა.
კახა
25 ივლისი 2022 02:17
1
ლივერპულის ისეთი გულშემატკივარი ვარ, რომელმაც გასულ სეზონში ლივერპულის მინიმუმ 55 თამაშს უყურა 63დან. სალაჰი და ხვიჩა საერთოდ სხვადასხვა სტილია მხოლოდ ერთი საერთო აქვთ რომ გარემარბები არიან. ვთვი, რომ სალაჰი ძალიან დიდი ფეხბურთელია მაგრამ 21 წლის სალაჰისგან ძალიან შორსაა ხვიჩა, ხვიჩას მეტი პოტენციალი აქვს. სალაჰის ფიზიკური მომაცემები თუ დაჩაგრავს მხოლოდ ხვიჩას ნიჭს.
დავით 2101
24 ივლისი 2022 23:14
0
სალახი და სალახანა თქვენკენ მოიკითხეთ, ხვიჩა გავს ხვიჩას და მორჩა! წაიღეს ....ტვინი.....
ლევანი
24 ივლისი 2022 16:44
2
ხვიჩასადმი ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად ის არანაირად არ ჰგავს დავით ყიფიანს.ვინც ასეთ შედარებას აკეთებს, ის ან ფეხბურთის გაგებაში არაა ან ყიფიანის თამაში გადმოცემით იცის. ყიფიანი იყო სხვა პლანეტა,ლეგენდა,გენიოსი.ხვიჩა 1981 წლის დინამოში სათადარიგო იქნებოდა,რადგანაც მის პოზიციაზე კიდევ ერთი ლეგენდა-ვოვა გუცაევი თამაშობდა,რომელიც რომ არა კომუნისტური რეჟიმი რეალის ფეხბურთელი გახდებოდა.ასე რომ ვაცალოთ ბიჭს თამაში და მერე დავიწყოთ შედარებები.ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
zaza
24 ივლისი 2022 14:39
11
ყიფიანი უმაგრესი იყო მაგრამ როგორც მახსოვს მან გვიან გაიბრწყინა, ახალკაცის ხელში, ხვიჩას ასაკში ყიფიანს საერთოდ არავინ იცნობდა და არც პერსპექტიულებში მოიაზრებოდა. ხვიჩა რაც დაღვინდება უფრო უკეტესი იქნება მას ყველაფერი აქ ამისთვის დარასელიასა და გუცაევის სისწრაფე და ტექნიკა ყიფიანის მინდვრის ხედვა! მტავარია ახლა არ გაჩერდეს ივარჯიშოს და კიდევ უფრო დიახვეწოს!
რობი
24 ივლისი 2022 23:32
0
ზედმეტად ა.რაკებ ახლა შენ
margal
24 ივლისი 2022 18:45
1
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა გავს, მარტო ხვიჩა კვარაცხელიას!!!!!!!!!!!
რის სალაჰი, რა სალაჰი?
24 ივლისი 2022 14:28
1
კაპელოს დიდი პატივისცემისდა მიუხედავად ოდნავადაც არ ვამსგავსებ ხვიჩას სტილს სალაჰისას. ჩემი აზრით ხვიჩა უფრო კაკას გავს, თამაშის მანერა მოძრაობები ფინტები, სიმაღლეც კი მისი აქვს. ესეთი მოხდენილი იყო კაკაც, ვიზუალიც მსგავსი. წარმატებები ხვიჩას. ნაპოლიმ დაკარგა კულიბალი, დაკარგა ინსინიე, დღეს წავიდა უკვე მერტენსიც. გაუჭირდებათ წელს და იმედია ხვიჩა გაიბრწყინებს
from enfield
24 ივლისი 2022 13:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული