ლაშა დვალი შეიძლება კვიპროსულ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
24sports-ის მტკიცებით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველმა ლაშა დვალმა კარიერა კვიპროსში გააგრძელოს.

გამოცემის ცნობით, "აპოელისთვის" დაცვის ცენტრის გაძლიერება პრიორიტეტულია და ქართველის დამატებას განიხილავს.

დვალი 2019 წლიდან "ფერენცვაროშში" თამაშობდა. იქამდე "სკონტოს", "ქასიმფაშას", "დუისბურგის", "შლიონსკის", "ირტიშისა" და "პოგონის" ღირსებას იცავდა, ნაკრებში კი 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"აპოელში" ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია ასპარეზობენ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშას საკმაო კლასი აქვს.მთავარია ჯანმრთლად იყოს,სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ,მანდ დიდხანს არ გაჩერდება.
სოსო
10:50 27-07-2022
0
ლაშა რომ ბათუმს გადმოეყვანა სლოვანი უკვე გავლილი იქნებოდდა, ვისი ბრალია არ ვიცი, მარა რა უნდა ლაშას კვიპროსში.
ტტტ
22:13 26-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული