ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დვალი უკვე კვიპროსშია და "აპოელთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, "ფერენცვაროშის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი ლაშა დვალი კვიპროსში ჩავიდა, "აპოელს" კონტრაქტის ყველა დეტალზე მოელაპარაკა და ტრანსფერის გასაფორმებლად ფორმალური პროცედურების ჩატარებაღაა საჭირო.

სავარაუდოდ "აპოელი" დვალთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს. ამ გუნდში აგრეთვე "პანათინაიკოსიდან" 30 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ლუკას მარტინ ვილიაფანტისი გადავა.

28 ივლისს "აპოელი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო" მატჩში "ბოტევს" უმასპინძლებს (პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა) და დვალი და ვილიაფნტისი თამაშს დაესწრებიან.

ტეგები: