"სლოვანი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „ფერენცვაროშთან“ 1:4 დამარცხდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

გასვლაზე 2:1 მოგების შემდეგ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა (მხოლოდ კანკავა შეცვალა 90+2-ე წუთზე). სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, შესვენების შემდეგ დე მარკომ ანგარიში შეამცირა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ბუდაპეშტურმა გუნდმა კიდევ ორჯერ დალაშქრა მასპინძელთა კარი და მესამე რაუნდში გავიდა.

„სლოვანი“ ევროპა ლიგაზე
გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც პირეოსის „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება, რომელიც ჰაიფის "მაკაბისთან" დამარცხდა (0:4, 1:1). პირველი შეხვედრა მეტოქის მოედანზე გაიმართება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 500 მაყურებელი
სლოვანი - ფერენცვაროში 1:4
გოლები: 0:1 ბოლი (20), 0:2 ზახარიასენი (31), 1:2 დე მარკო (70), 1:3 ტრორე (89), 1:4 ლაიდუნი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 13 /
შემთხვევით გავიდა სლოვანი შემდეგ ეტაპზე, ბათუმს ეკუთვნოდა, კაშია დაისაჯა უნამუსო კომენტარისთვის, სამართლიანად მოვიგეთო, ერთი რიკოშეტით გაიტანეს და მეორე ყველამ ნახა რა კურიოზული გოლი გავიდა.
Idki
28 ივლისი 2022 20:16
0
ძალიან გამიხარდა რომ წააგო სლოვანმა... ძალით გასულები იყვნენ შემდეგ ეტაპზე.. წესით მანდ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ის პენალტები რომ დაედო მსაჯს ))) სამართალმა პური ჭამა.. კაშიას კიდევ ისეთი კომენტარის გაკეთებას ჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა კომენტარი... იზეიმოს ახლა ♥
ზუზუ
28 ივლისი 2022 15:13
2
ევროპალიგის ამბავშიც არ გაუმართლათ კი გადმოვიდნენ ევროპალიგაზე მაგრამ ოლიმპიაკოს შეხვდათ აქ რომ მოეგოთ ლიგის მე 3 საკვალიფიკაციოზე ყარაბახთან მოუწევდათ თამაში და ვისთან უფრო მეტი შანსი ექნებოდათ ყარაბახთან თუ ოლიმპიაკოსთან ეგ მგონი მარტივი მისახვედრია. იმედი მაქვს კონფერენც ლიგაზე მაინც გავლენ და არ მოუწევს ჩაკვეტაძეს კაშოს და ჯაბას მხოლიდ სლოვაკეთის ჩემპიონატის თამაში მთელი სეზონი.
gela
28 ივლისი 2022 10:49
0
კონფერენს ლიგა ისედაც განაღდებული აქ.
რრრ
28 ივლისი 2022 12:44
1
რა შუაშია ჩერჩესოვი, ვაისი, ბათუმი...)))
123
28 ივლისი 2022 09:15
3
ფხუკ მაგარი გუნდის ქართველებს
ვახო
28 ივლისი 2022 08:38
1
გიორგი ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებს.
ქ. გ.
28 ივლისი 2022 04:49
2
მაინტერესებს სად შეძვრნენ ის ვაი გულშემატკივრები პირველი მატჩის შემდეგ რომ ბღაოდნენ და ჩერჩესოვს დასცინოდნენ? ჩაუტარა ვაისს მასტერკლასი? გადაახიეს ბურთი თავზე. თქვენი ძალათ პატრიოტი .....კლავიატურასთან გაქვთ დიდი გული.სლოვანი არის უსუსტესი გუნდი.ბათუმთან ზღაპარში გავიდა. რუსეთი ოკუპანტია.დიდება საქართველოს.
zaza
28 ივლისი 2022 02:39
15
გაიხარე ბრატ!
სერგო
28 ივლისი 2022 10:41
1
გაიხარეთ , ჩემიო სათქმელი თქვით
gio
28 ივლისი 2022 09:48
1
აქტიურობდა და მოტივირებულიც ჩანდა მაგრამ ძალიან უხეშობდნენ ჩაკვეზე ერთი ორჯერ ისე ჩარტყეს ფეხებში რამდენიმე კაი მომენტიც გააკეთა ბარსაგიანს მაგარი პასი მისცა მაგრამ ბარსაგიანმა ვერ შეირგო ძელს გარტყაა. ეს თამაში ჩემი აზრით იმაზე იყო დამოკიდებული ვინ გაიტანდა პირველ გოლს სლოვანს რომ გაეტანა პირველი გოლი არამგონია ასეთი სცენარი ყოფილიყო.
gela
28 ივლისი 2022 02:06
4
არ არის სლოანი დღეს იმ დონის გუნდი რომ ჩემპიონთა ლიგაზე ქვეჯგუფში ითამაშოს ჰა ჰა მაქსიმუმ კონფერენცლიგაზე მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგა კიარა ევროპალიგაზე რომ გავიდნენ ეგეც სენსაცია იქნება ამ გუნდისთვის მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ სადმე მოხვდეს ეს გუნდი რომ ჩაკვემ კაშიამ და ჯაბამ საერთაშორისო ტურნირებზეც ითამაშონ განსაკუთრებით ჩაკვეს სჭირდება ეს ევროპული თამაშები იმედი მაქვს ევროპალიგაზე თუ არა კონფერენც ლიგაზე მაინც გავლენ. დღეს ჩაკვე კარგი იყო ატიურობდა მაგრამ საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ქონია თუმცა აშკარად შეეტყო უკეთესი იყო ვიდრე ბოლო მატჩებში.
ზურა
28 ივლისი 2022 02:04
1
სლოვანმა ვერ გაუძლო ფერენცვაროშის ტემპს
1.2.3.4.5.
28 ივლისი 2022 01:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული