ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლოჩოშვილს იტალიელები "მილანთან" მატჩში დააკვირდნენ

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვოლფსბერგერის" ცენტრალური მცველით, ლუკა ლოჩოშვილით, ერთბაშად ოთხი იტალიური კლუბი - "სამპდორია", "ტორინო", "ვერონა" და "უდინეზე" დაინტერესდა და მათი წარმომადგენლები ქართველის თამაშის სანახავად კლაგენფურტში ჩავიდნენ.

ავსტრიის ამ ქალაქში "ვოლფსბერგერი" ამხანაგურ მატჩში "მილანს" შეხვდა და 0:5 დამარცხდა. ლოჩოშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც 0:2 დასრულდა.

"ვოლფსბერგერი" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის "გზირა იუნაიტედსა" და სერბეთის "რადნიჩკის" შორის გამარჯვებულს შეხვდება - 4 აგვისტოს სახლში, 11 აგვისტოს კი - გასვლაზე.