კიტეიშვილს კვლავ ტრავმა აწუხებს და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
3 აგვისტოს ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ლოძში კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება, თუმცა ეს ქართველის გარეშე მოუწევს.

ავსტრიული პრესის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი კვლავაც ტრავმირებულია და თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ჩვენებურის შესახებ 20 ივლისს გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ისაუბრა, რომელმაც შემდეგი თქვა:

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გამოტოვა, კვლავ ტრავმირებულია. რთული სათქმელია, როდის იქნება მზად, აქილევსის მყესის პრობლემა აქვს. ასეთ დროს მოთამაშის 100 პროცენტით დატვირთვა არ
შეიძლება. ალბათ, რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება".

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ჩემპიონატის საწყისი 2 ტური ჩატარდა და "შტურმმა" 4 ქულა მოაგროვა, კიტეიშვილი კი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოთარი ნაკრებისათვის დიდი იმედია და როცა ჯანმრთელადაა,ამას ყოველთვის ამტკიცებს.ღმერთმა ქნას,ნაკრების მატჩებამდე პრობლემა მოგვარდეს,თუმცა აქილევსის მყესის პრობლემა თუ შეიქმნა,ძალიან ძნელი აღმოსაფხვრელია,ჩვეულებრივ.
სოსო
31 ივლისი 2022 19:56
0
თამაშს თქვენ არ უყურებთ და აბა სადიდან უნდა იცოდეთ თუ ფეხბურთელმა ტრავმა როდის და რა ვითარებაში მიიღო.
ხვედელიძე
31 ივლისი 2022 18:21
0
როდის და სად ახერხებს ეს ხალხი ტრავმის მიღებას საინტერესოა,მანქანით გონკაობისას?ვერ გავიგე ვერაფერი...
გომორძგუა მარგალეფც
31 ივლისი 2022 17:17
13
რა ქაჯობაა ეს კომენტარები, მეგრელი ვარ და ვამაყობ ამითი, მაგრამ ჯერ ქართველი ვარ და მერე ვარ მეგრელი, რას აძულებთ ხალხს თავს ვერ ვხვდები, ან რას ამტკიცებთ ამითი, შენ არც მეგრელი ხარ, არც ქართველი, რაღაც გაუგებარი არსება ხარ.
შენზე ნაკლები მეგრელის...
31 ივლისი 2022 18:41
1
შუშის ხარ შვილო?
ეეე
31 ივლისი 2022 16:46
9
აუუუუუუუუუ კარგიიიიიი რაააააააააააააა @@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
zura222
31 ივლისი 2022 16:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული