აზაროვი და დავითაშვილი მარადიულ მეტოქეთა რიგებში?

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი კარიერას "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებენ, დღეს კი ამას სერბულ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა გამოცემები ზუსტ ინფორმაციას ვერ ფლობენ და ძირითადად, ქართულ წყაროებს ეყრდნობიან - შეიძლება ითქვას, თითქმის არაფერი არ იციან.

kurir.rs-ის ცნობით, მარადიულმა მეტოქეებმა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში მოიძიეს. "ცრვენა ზვეზდა" ირაკლი აზაროვის, ხოლო "პარტიზანი" ზურიკო დავითაშვილის სამსახურით დაინტერესდა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებად მიაჩნიათ, რადგან Transfermarkt-ის მიხედვით, მხოლოდ მათი სატრანსფერო ფასი აღემატება მილიონ ევროს.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ
აზაროვის და დავითაშვილის შეძენა იტალიურ კლუბებს სურთ და მათი სერბეთში გადაბარგება გარკვეულწილად სკეპტიკურად აღსაქმელია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
წითელი ვარსკვლავი და პარტიზანი, შემდეგი პოლიტბიურო იქნება.D
რრრ
18:40 02-08-2022
3
სერბეთის ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ეს ბიჭები უკეთესს იმსახურებენ აშკარად. საერთოდ ჩვენს ფეხბურთში ნორმალური აგენტების საკითხი უმწვავესად დგას.
არტ
19:24 02-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული