ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტიფოზებს სუნთქვა შეეკრათ - რატომ არ ივარჯიშა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად?

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტი იტყობინება, რომ გუნდის ვარჯიშში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არ მოუღია და ის ქარიმ ზადადკასთან, ადამ ოუნასთან, ჯუზეპე ამბროზინოსთან და დიეგო დემესთან ერთად სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა. მიზეზს serieanews-ი განმარტავს.

"ნაპოლი". ძალიან ცუდი ამბები სპალეტისთვის: ტიფოზებს სუნთქვა შეეკრათ

"აძურის" კვლავ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე. სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გუნდი განახლების პროცესს განაგრძობს. სატრანსფერო ბაზრიდან, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი მოვა.  გულშემატკივრები არკვევენ, უკვე ვინ მოვიდა. ამ პერიოდის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ქართველი კვარაცხელიაა. ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა თავი წარმოაჩინა, როგორც
ერთ-ერთმა საუკეთესო ტალანტმა და მიზანმიმართულმა მოთამაშემ, მაგრამ სამწუხაროდ, მის შესახებ არცთუ კარგი ამბავი შევიტყვეთ.

ამხანაგურ მატჩში ხვიჩას "მალიორკას" მცველები განსაკუთრებულად ეუხეშებოდნენ, აღდგენისას მოკლე მოედანზე ვარჯიშობდა და ორმხრივი თამაშისას სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მას ბარძაყი შეხვეული ჰქონდა. ამან მწვრთნელისა და ფანების შეშფოთება გამოიწვია".

3 აგვისტის "ნაპოლი" საკონტროლო შეხვედრას "ჟირონასთან" გამართავს და იმედია, ხვიჩა იქამდე მწყობრში ჩადგება.

ასევე დაგაინტერესებთ