"კვარაცხელია ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ კი ვიცოდით" - ქართველი სპალეტიმ და ტიფოზებმა შეიყვარეს

AutoSharing Option
"ჟირონასთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გოლი გაიტანა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჩინებულ ხასიათზე გახლდათ და ქართველის თამაშზე ხალისიანად, სიცილით გააკეთა კომენტარი:

"კვარაცხელიას ეს პოტენციალი გააჩნია - შეტევის დასრულება შეუძლია, ტექნიკურია, მიზანსწრაფული, სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება. როდესაც ამას არავინ ელის, გამოსავალს პოულობს. თქვენ ეს შეამჩნიეთ... ჩვენ ვიცოდით", - ციტირებს სპალეტის Spazionapoli.

ხვიჩა იტალიურმა მედიამაც შეაქო.

Areanapoli: "აღსანიშნავია კვარაცხელიას დიდებული თამაში. ქართველმა ისევ შექმნა სხვაობა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. "ნაპოლიმ"
კარგი პენალტისტი მოძებნა. როგორც იქნა, ეს პრობლემა გადაიჭრა. თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. მხოლოდ კარგად კი არ თამაშობდა, არამედ აქვს ალღო, ფანტაზია და კონკრეტული მოქმედებების უნარი მოწინააღმდეგის კართან. მის ძნელად წარმოსათქმელ გვარს თანდათან სწავლობენ და შეიყვარეს, განსაკუთრებით, ნეაპოლელმა ტიფოზებმა, რომლებიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ახალი ვარსკვლავის თამაში მწვრთნელსა და გულშემატკივრებს ოპტიმისტურ განწყობას უქმნის".

Iamnaples: "ჩვენი შეფასება 6.5. ამჯერად ნაკლებად ბრწყინავდა, ვიდრე წინა ორ მატჩში, თუმცა "ჟირონას" დაცვაში თავისი დრიბლინგითა და თამაშის მართვით მუდმივად ქმნიდა ქაოსს".

footballnews24: "კვარაცხელიამ შესანიშნავად იასპარეზა და ანათებდა. კასტელ დი სანგროში "ნაპოლიმ" "ჟირონას" სძლია".

Pianetazzurro: "თამაშის ხარისხმა არ შეიძლება დააკმაყოფილოს "ცისფრების" მწვრთნელი. ყველაზე სასიამოვნო სიახლეები უკვე ჩვეულად "კვარასგან" მოდის, რომელიც ყოველთვის ბრწყინავს, გამოსავალს რთულ ვითარებაში პოულობს და ხანდახან შეუჩერებელია".

altხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

alt"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

altძენგა: კვარაცხელია სულაც არაა ურიგო ფეხბურთელი

altრატომ უნდა ეყიდათ VS რატომ არ ღირდა - იტალიური მედიის ანალიზი ხვიჩას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ რა უტვინო გუნდი ყოფილა ნაპოლი... ოსიმენში გადაუხდია 81 მილიონი!!! მაგ ფასად 8 ცალ კვარაცხელიას იყიდდი და მილიონი დაგრჩებოდა კიდევ პიცის საჭმელად... თან კვარა 10 თავით ჯობია ოსიმენს! აი ამას ჰქვია ფულის ფლანგვაააააა...
ვენეციის კომისია
10:32 04-08-2022
4
იმ ოსიმენმა უამრავი საგოლე მომენტი გააფუჭა ბოლო მატჩებში და კიდევ ხვიჩას საყვედურობენ პასებს არ აძლევსო. Პირიქიტ ის და ლოზანო არ იძლევიან დროულ პასს.
Გაბო
08:15 04-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული