ლუკა წულუკიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"ურალის" 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა წულუკიძემ "კრასნოდართან" მატჩის წინ ვარჯიშზე მუხლქვეშა მყესის მძიმე ტრავმა მიიღო.

კლუბმა წულუკიძე რომში გადააფრინა, სადაც კლინიკა Villa Stuart-ში ოპერაცია გაუკეთეს და რეაბილიტაციის პროცესს გადის, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. ის ეკატერინბურგში 16 აგვისტოს დაბრუნდება და აღდგენას ადგილზე გააგრძელებს.

წულუკიძეს ჯერ "ურალში" არ უთამაშია. ის რუსულ გუნდში ზამთარში "საბურთალოდან" გადავიდა, მარტში ფიფას წესით ისარგებლა და კონტრაქტი შეაჩერა, ზაფხულში კი უკან დაბრუნდა.

ლუკა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ურალი უძახე თქვენ და რომელ ქართულ გუნდს აქ იმის ერთი ადგილი, რომ ფეხბურთელი რომში გადააფრინოს და ოპერაცია გაუკეთოს?
რრრ
00:19 05-08-2022
6
ურალში ნათამაშები ფეხბურთელი დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო აქამდე ჯერ არ მსმენია
სიმართლე
23:45 04-08-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული