ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპში გადავიდეს და მისი მწვრთნელი ვენსან კომპანი იყოს

AutoSharing Option
ბრიტანელი ჟურნალისტი ბრედ ჯონსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მეცის" ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ბარნლიში" აღმოჩნდეს.

როგორც ჯონსი წერს, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება აქვს და მას აკვირდება, ჯერჯერობით ფრანგებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ამას გააკეთებენ თუ არა.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე ზაფხულში დაბრუნდა ბელგიური "სერენიდან" "მეცში" და სეზონი მშვენივრადაც დაიწყო. რაც შეეხება "ბარნლის", კლუბს ცნობილი ბელგიელი მცველი და წარსულში მანჩესტერ "სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი წვრთნის და მათი მთავარი მიზანი ამ სეზონშივე პრემიერლიგაში უკან დაბრუნებაა.
ასევე დაგაინტერესებთ