ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Geo Team: ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 22 წლის მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარ "პაფოსში" განაგრძობს.

ხარაბაძე "დინამოს" აღზრდილია და 2 სეზონი შვეიცარიულ "ციურიხში" გახლდათ განათხოვრებული, საიდანაც 2021 წელს დაბრუნდა.

რაც შეეხება "პაფოსს", გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე–6 ადგილი დაიკავა. ხარაბაძის გუნდი ახალ სეზონს 27 აგვისტოს "აპოელთან" გასვლითი შეხვედრით დაიწყებს.