"ხვიჩას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ... " - ნაპოლის კაპიტანი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ ადგილობრივ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"ვიცით, რომ სერია A-ს ფავორიტებად არ ვითვლებით, თუმცა ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ჩემი აზრით, ძლიერი გუნდი ვართ და ამ სეზონში გულშემატკივრებს სიურპრიზს შევთავაზებთ. მართალია კლუბის ლიდერებმა დაგვტოვეს, მაგრამ შევსებაც მივიღეთ. ხვიჩას შესახებ არაფერი ვიცოდი, ამიტომ მის ვიდეოებს ვუყურე და მივხვდი რა დონის მოთამაშესთან გვაქვს საქმე. ამხანაგურ მატჩებში დაგვანახა, თუ რატომ აკეთებს "ნაპოლი" მასზე აქცენტს, ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა" - აღნიშნა
დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას დღეს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"გაუძელი, არასდროს დანებდე! რომ ჩამოვალ, აუცილებლად..." - ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს მიმართა [VIDEO]

alt"ომის გამო არ მეშინოდა, მაგრამ... თუ სპალეტი ამ მისიას მე დამაკისრებს, ბედნიერი ვიქნები" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

alt"სიომინმა დამირეკა და ხვიჩაზე მეკითხება... როდესაც ის პირველად დავინახე..." - ზაზა ჯანაშიამ რუსულ პრესასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 5 /
წინ საქართველო, აი ესაა ახალი და თავისუფალი საქართველო! ხვიჩა ქართულ ფეხბურთს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს!
გლახუნას
10:11 06-08-2022
0
გუშინდელ ვარჯიშს ვინც უყურეთ შეამჩნევდით, როგორ ეუხეშებოდნენ თანაგუნდელები, იმდენჯერ მოატყუა და იმდენჯერ დაახვია თავბრუ , უკვე წართმეული ბურთის მერეც ჩაარტყა მცველმა ფეხში, იტკიებდა კაი ხანი. ჯერ არ დაწყებულა სერია ა და უკვე რამდენჯერ მოხვდა. მოწინააღმდეგეს რომ თავი დავანებოთ ყველა ვარჯიშზე ურტყამენ თავისიანები, თამაშის სტილი აქვს ეგეთი რო თუ არ ჩაარტყი ვერაფერს უხერხებ, კაშიამაც თქვა მაგ ტიპის მოთამაშე იმდენად ნერვევს მიშლის რო სულ მინდა რო მივარტყაო, მაგ დღეში არიან ის მცველებიც, არვიცი რამდენ ხანს გაძლებს ტრავმის გარეშე მარა რასაც ვუყურებ ძაან მეეჭვება დიდი ხანი გაძლოს.
ნეტა მუდმივად ჯანმრთელად იყოს
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული