"კანკავამ დაინახა ბერძნები ქართველებზე იწევდნენ და ტრიბუნაზე ამოხტა" - ჯაბას ღირსეული საქციელი პირეოსში

AutoSharing Option
4 აგვისტოს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2–ფინალურ მატჩში "სლოვანმა" გასვლაზე "ოლიმპიაკოსთან" 1:1 ითამაშა.

როგორც იცით, ბრატისლავურ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. პირეოსში მყოფი ქართველი მარი სარდლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მატჩზე თავის შვილთან ერთად სწორედ ქართველების გამო წავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. სარდლიშვილი ჯაბა კანკავას ბრწყინვალე საქციელზეც წერს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ფეხბურთის ფანი გავხდი ჩემი შვილიდან გამომდინარე…. წავედით "ოლიმპიაკოსი" - "სლოვანის" თამაშზე, ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევდა ის, რომ სლოვაკეთის გუნდში კანკავა, კაშია და ჩაკვეტაძე
თამაშობდნენ.

დაიწყო თამაში და ავაფრიალეთ ქართული დროშა, "ოლიმპიაკოსის" ფანები გაოცებულები გვიყურებდნენ, თუმცა ხვდებოდნენ რომ მათ მხარეს ვიყავით, მაგრამ ქართველების მხარეს უფრო. თამაშის დასასრულს ჯაბა კანკავამ ქართული დროშა რომ დაინახა ჩვენსკენ წამოვიდა, მაისური მოგვცა და აი, მანდ დაიწყო ……

"ოლიმპიაკოსის" ფანები დაიძრნენ ჩვენკენ და ატყდა ზრდილობიანი ფრაზები ჯაბას გემრიელი ქართულით "ზრდილობიანი" ფრაზებიც მიიღეს და ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან.

მადლობა მას მხარში დგომისთვის…ჩვენ გველოდებიან როდის გავალთ რომ ალექსას დააყარონ. არც ჩვენ დაგვინდობდნენ მგონია, იმდენად მეძინებოდა თავი სიზმარში მეგონა და ძაან მეცინებოდა.

ბოლოს დაცვამ და პოლიციამ გამოგვაცილა და მოვედით მშვიდობით…:) Aleqsandre Kvaliashvili რა გინდოდა რას იწვევდი ამხელა სტადიონსს? ვინ გაპატიებდა. ხო ბოლოს ამ პარკში ჩაგვიდეს კანკავას მაისური რომ თავს არ დაგვსხმოდნენ გზაში, თუმცა გზად მაინც გადავიღეთ ფოტოები და არ გვაინტერესებდა არც "ოლიმპიაკოსი" და არც სლოვაკეთი…

ჩვენ ჩვენი ქართველები გვაინტერესებდა, ფეხბურთსაც მაგათ გამო ვუყურე დღეს. აი, ჯაბა კანკავას გულანთებულ ქართველობაზე და ჩვენს გვერდში დგომაზე ცალკე უნდა დაიწეროს, სტადიონიდან როგორ გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ ჩვენსკენ…. ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან და ყველაზე მაგარი იცით რა არის? როდესაც ქართველი ქართველს უდგას გვერდით, იცავს და არ აინტერესებს წინ რამდენი ადამიანი უდგას…..ქართველებო გვიყვარდეს ერთმანეთი მთელი გულით, ისე როგორც დღეს დავინახე ქართველების სიყვარული", - წერს სარდლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ჯაბა ძალიან აკლია ნაკრებს როგორც პიროვნება როგორც ადამიანი
kote
10 აგვისტო 2022 23:39
0
რა გახდა ერᲗი ნორმალური გაცილება.
გოჩა
07 აგვისტო 2022 09:44
0
ნაღდი ქართველი!
კახაბერი
07 აგვისტო 2022 07:01
0
ერთხელ დუბაიდან თბილისში მოვფრინავდი,წინასაახალწლო პერიოდი იყო.თვითმფრინავიდან რომ გავდიოდი ჯაბას შევეფეთე.რაღა თქმა უნდა მადლობა გადავუხადე და მოვესიყვარულე,ჰოდა იმდენად თავმდაბალი პიროვნებაა,რომ პატარა ბავშვივით გაწითლდა!თემურ ქეცბაიას შემდეგ,მე მსგავსი თავდადებული ფეხბურთელი ნაკრებში არ მინახავს!
Alex.F
07 აგვისტო 2022 06:52
0
ნამდვილი კაპიტანი სამწუხაროა რომ აღარ არის ნაკრებში დღენვანდელ კაპიტანზე იგივეს ვერ ვიტყვი რაც მან გააკეთა ვიტრსში სამარცხვინო იყოოო
T
06 აგვისტო 2022 23:47
25
ჯაბა შენი ფანი ვარ, ცხოვრებაში და ფეხბურთში, ყველა ქართველს უყვარხარ იცოდე და იცი კიდევაც ამრავლოს შენნაირი ქართველები
გიო
06 აგვისტო 2022 23:47
0
ჯაბა ფეხბურთელიც ხომ კარგია,მაგრამ პირველ რიგში ჯერ კაცია და უკვე შემდეგ ფეხბურთელი.ძალიან განსხვავებულ პირობებში გამოუმჟღავნებია, დიდი ადამიანური თვისებები და ესეც ერთი,მორიგი ისტორიაა,კიდევ უფრო რომ გაალამაზებს მის ბიოგრაფიას.ამიტომ მიჭირს, მისი ნაკრებიდან წასვლის მიღება.მისი უბრალოდ გუნდთან ყოფნაც კი,სასიკეთო იქნება ბიჭებისათვის
სოსო
06 აგვისტო 2022 21:21
0
კაცია ნაღდი....
სტალინი
06 აგვისტო 2022 20:29
1
ვეტერანი კაპიტანი ღირსეულად მოიქცა როცა ნაკრებიდან წავიდა-თავზე აიღო წარუმატებლობა.ნაკრების ხელმძღვანელობამ და ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს გულიანი ბიჭი ნაკრებში დაბრუნდეს,თუ რა თქმა უნდა მწვრთნელს სხვა გეგმები არა აქვს.
ლუკა
06 აგვისტო 2022 19:38
0
ამას ვერ ისწავლი,ესეთია ჩვენი კაპიტანი!!
მირო
06 აგვისტო 2022 19:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული