"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს დაწყებამდე სულ რაღაც 1 კვირა რჩება, გულშემატკივრები ხვიჩას დებიუტს მოუთმენლად ელიან, ჩვენებურის შესახებ ამჯერად ცნობილი იტალიური გამოცემა tuttomercatoweb.com-ი წერს და "ნაპოლის" მომავალ ლიდერად სწორედ "კვარას" მოიხსენიებს.

"ქართველებს სერია A-ში მისი სახით მესამე წარმომადგენელი ეყოლებათ, ხვიჩა ნეაპოლში გამოჩნდა მისიით, შეცვალოს ლორენცო ინსინიე, "ნაპოლი" რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ადაპტაციისთვის დრო არ ექნება, "კვარა" ახლავე უნდა გახდეს გუნდის ლიდერი. ქართველი სპალეტის გუნდში მთავარი შემქმნელი იქნება, რომელიც მოთამაშეებს საგოლე გადაცემებით მოამარაგებს და მეტოქის კართან ბევრ ხიფათს შექმნის.

მოთამაშის პროფილი

კვარაცხელია 18 წლის ასაკიდან
ეროვნულ ნაკრებში გამოდის და შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, 17 თამაშში 8 გატანილი გოლი. მის მიერ ჩატარებული მატჩი შვედეთის წინააღმდეგ (2:0) სკანდინავიელებს ძვირად დაუჯდათ. 1.83 მეტრის გარემარბი, ორმხრივი მოთამაშე, რომელიც თავს მარცხენა ფრთაზე უფრო კომფორტულად გრძნობს ინსინიეს მსგავსად. ლორენცოს მემკვიდრეობა უნდა გაგრძელდეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ შედგება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიდერად შეკვეთით ვერავინ ყალიბდება, თანაც სასწრაფოდ... სლუცკი სრულ თავისუფლებას აძლევდა კვარას და იმიტომაც ლიდერობდა რანგით ბევრად დაბალ რუბინში.. სპალეტის შეგირდები კი პასის მიცემასაც ამადლიან და რომელ ლიდერობაზეა საუბარი?!... და საერთოდაც, ვისშიაც ათჯერ მეტი აქვთ გადახდილი, იქნებ იმას მოსთხოვონ ლიდერის კვალობაზე და კვარას კი უბრალოდ ადაპტაცია აცალონ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაურ ჯიმა გულშემატკივრებზე მეტს მოითხოვენ და მეტად გრუზავენ უდაოდ ნიჭიერ კაცს, რომელიც, მიუხედავად პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებისა, ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს დიდ ფეხბურთში...
ვოოტ
15:27 07-08-2022
1
იტალიელებო
თუ გინდათ რომ ულიდეროს კვარამ გუნდს.
ბურთის საძებნად კი არ უნდა არბენინოთ. კვარა რომ იხსნება პასი არ უნდა დაუმადლოთ.
ყველაფერი ერთმა კაცმა აკეთოს ეს როგორ.
ნუ იეგოისტებთ, პასი მიეცით ლიდერს
თენგო
18:47 07-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული