ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს დაწყებამდე სულ რაღაც 1 კვირა რჩება, გულშემატკივრები ხვიჩას დებიუტს მოუთმენლად ელიან, ჩვენებურის შესახებ ამჯერად ცნობილი იტალიური გამოცემა tuttomercatoweb.com-ი წერს და "ნაპოლის" მომავალ ლიდერად სწორედ "კვარას" მოიხსენიებს.

"ქართველებს სერია A-ში მისი სახით მესამე წარმომადგენელი ეყოლებათ, ხვიჩა ნეაპოლში გამოჩნდა მისიით, შეცვალოს ლორენცო ინსინიე, "ნაპოლი" რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ადაპტაციისთვის დრო არ ექნება, "კვარა" ახლავე უნდა გახდეს გუნდის ლიდერი. ქართველი სპალეტის გუნდში მთავარი შემქმნელი იქნება, რომელიც მოთამაშეებს საგოლე გადაცემებით მოამარაგებს და მეტოქის კართან ბევრ ხიფათს შექმნის.

მოთამაშის პროფილი

კვარაცხელია 18 წლის ასაკიდან
ეროვნულ ნაკრებში გამოდის და შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, 17 თამაშში 8 გატანილი გოლი. მის მიერ ჩატარებული მატჩი შვედეთის წინააღმდეგ (2:0) სკანდინავიელებს ძვირად დაუჯდათ. 1.83 მეტრის გარემარბი, ორმხრივი მოთამაშე, რომელიც თავს მარცხენა ფრთაზე უფრო კომფორტულად გრძნობს ინსინიეს მსგავსად. ლორენცოს მემკვიდრეობა უნდა გაგრძელდეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ