მიქაუტაძის "ბარნლიში" ტრანსფერი რეალური ხდება - კომპანის "მეცის" 2 ფეხბურთელი სურს

AutoSharing Option
ინგლისურ "ბარნლის" "მეცის" 2 მოთამაშის, გიორგი მიქაუტაძისა და ბუბაქარ კუიატეს დამატება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. ტრანსფერებით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანია დაინტერესებული.

"კომპანის გუნდის გაძლიერება სურს. მას შემდეგ, რაც კლუბი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, ხელმძღვანელობა ახალი მოთამაშეების დამატებას აპირებს. სავარაუდოა, რომ ტრანსფერები სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში განხორციელდება. ბელგიელ მწვრთნელს 21 წლის ქართველი ფორვარდი გუნდის სქემაში იდეალურად ესახება. მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის გახსნით თამაშში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მალელი მცველის ტრანსფერი, სავარაუდოდ, 10 მილიონ ევრომდე დაჯდება." -
წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ბარნლი" ჩემპიონშიპში ასპარეზობს და 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.





მკითხველის კომენტარები / 11 /
ახლა ვუყურე მეცი-კაენის თამაშს. გიორგი ცოდოა ამდენ უტვინო თანაგუნდელებთან ერთად რომ თამაშობს.
პლეხანოვზე გაზრდილი
09 აგვისტო 2022 00:34
0
შოთიმ რატომ არ წაიყვანა ჩემპიონშიპში? ვერ შეამჩნია?
კირკიტა
08 აგვისტო 2022 21:05
5
მე მგონია, მიქაუტაძემ შენგელიასა და ბელანოვის თამაშები უნდა ნახოს და საგოლე მომენტების შემჩნევა ისწავლოს.
ჟორა გაბრიჭიძე
08 აგვისტო 2022 19:35
4
რათქმაუნდა კარგია ჩემპიონშიპი მაგრამ რომ გადავიდეს და ვერ ითამაშოს?? ეგეც ხომ უნდა გავითვალისწინოთ რამდენად არის დღეს მიქაუტაძე ჩემპიონშიპის დონე ფეხბურთელი აქვს თუ არაა ის ფიზიკური კონდციები რა კონდიციებიც არის საჭირო ამ ლიგის სათამაშოთ ამას დამატებული ყველაზე მეტი მატჩია ამ ლიგაში პლიუს თასები და შეძლებს? ან რამდენად ჩაჯდება ბარლის სათამაშო სქემაში რამდენ დროს მიიღებს მე ვფიქრობ რომ ჯერ ასეთი ლიგა ჟორჟისთვის ადრეა ჯობია 1 სეზონი ითამაშოს ლიგა 2 ში მოუმატოს ფიზიკურად და მერე წავიდეს.
ზურა
08 აგვისტო 2022 17:39
2
კაი იქნება ეს ტრასფერი თუ შედგა, ჩემპიონშიპი რანგით მეორე ლიგბში საუკეთესო ჩემპიონატია ნამდვილად, თან ბარნლიც გადასასავლელად მებრძოლი გუნდია, მოკლედ მანდ თუ მოხვდა მიქაუტაძე წესით კიდევ უფრო მოუმატებს, თუმცა თუ ვერ გადავიდა არც მაგითი დაშავდება რამე დიდად ერთი წელი ლიგა 2 -ში გამოიჩენს თავს უკეთესი ვარიანციც გამოჩნდება.
gionat
08 აგვისტო 2022 17:22
1
ასი თავით ჯობია ჩემპიონშიპი საფრანგეთის მეორე ლიგას, ჯერ მარტო რამდენი თასია და შეილება გრანდებთანაც მოუწიოს თავის გამოჩენა
Vasili
08 აგვისტო 2022 16:46
1
მემგონი ლიგა 1-საც ჯობია
ABCABC
08 აგვისტო 2022 18:26
1
ჩემი აზრით ამ ეტაპზე მეცში დარჩენა ჯობია.
ზაური
08 აგვისტო 2022 15:27
13
Chemi azrit meci gadava albat umaglesshi,barnli ar vici tu gadavida ratqmaunda kargi iqneba da mshvenieri transferi gamova.warmatebebi kvela shemtxvevashi!!!
Givi
08 აგვისტო 2022 13:12
1
გოლი პლიუს საგილე პასი ქონდა.
გატუზო
08 აგვისტო 2022 11:50
0
ძაან კაი იქნება თუ გადავა!
beqa
08 აგვისტო 2022 11:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული