გაგნიძემ კუთხური ჭკვიანურად ჩააწოდა და მოსკოვის "დინამოს" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და "კრილია სოვეტოვთან" სტუმრად (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად (90 წუთი) პირველად ითამაშა (გააფრთხილეს). ლუკამ მე-13 წუთზე 22 წლის პარაგვაელ მცველს, რობერტო ფერნანდო ურბიეტას გაატანინა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად ჩააწოდა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ვიაჩესლავ გრულევმა დაუსვა.

მოსკოვის "დინამოს", ზენიტის" მსგავსად, 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altგაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება

თუ არა სანაკრებო სანქცია?
მკითხველის კომენტარები / 13 /
ლუკა კარგია და ვფიქრობ ლუკა მოდრიჩის დონეზეც კი მიაღწიოს.ყველა მონაცემები გააჩნია.ტექნიკა,ენერგია,აზროვნება.
დღეს ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია.მოსკოვის დინამოში ტყუილად არავის ათამაშებენ.დიდ წარმატებებს ვუსურვებ
ჯუჯი
09 აგვისტო 2022 06:09
3
ამ ბიჭის იმედი უნდა გვქონდეს ახლო მომავალში. მისი არჩევანიც მის პროფესიონალურ დამოკიდებულებას აჩვენებს ფეხბურთის მიმართ--სადაც დაპირდნენ სტაბილურ თამაშს იქ გადავიდა, და როგორც ჩანს იმდებს ამართლებს, რადგან დრო თამაშიდან თამაშამდე ეზრდება. ასე რომ მაგარი ნახევარმცველი ეზრდება ნაკრებს, მათავარია ეს დამოკიდებულება არ შეეცვალოს პროფესიის მიმართ. რაც შეეხება მის მაძაგებლებს ესენი როგორც წესი ან ბოტებია ან ხელმოცარული ბოჭმიანები და მსგავსი არაკეთილმოსურნეები. ამათ ყურადრებაც არ უნდა მიაქციოს არც ლუკამ, არც ჩვენ.
გიორგი
08 აგვისტო 2022 17:34
2
არ მსიამოვნებს დინამო მოსკოვის მაისურში ამ ბიჭის ნახვა, არც ის მსიამოვნებს აზაროვს რომ გაზპრომი აწერია მაისურზე, უბრალოდ საკუთარ დისკომფორტს ვერევი, ვფიქრობ, არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ჩვენ ფეხბურთელებს რუსეთის გავლით არ მიეღწიათ ევროპამდე.
მოდი ვიშრომოთ ყველამ ერთად იმისთვის, რომ აქაური ჩემპიონატი იმდენად ძლიერი იყოს ყოფილი სსრკ ქვეყნებს გავცდეთ და პირაპის იტალიიდან და ესპანეთიდან , ინგლისიდან გვიყურებდნენ ინტერესით, მიჰყავდეთ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები ეგრევე.
გვყავდეს ისეთი აგენტები, ვინც ევროპაში მოგვიწყობს ბიჭებს პირდაპირ, ამისთვის ვიშრომოთ ყველამ ერთად. გავაძლიეროთ საკუთარი ლიგა, ვიაროთ სტადიონებზე, ვიყიდოთ ჩვენი ფეხბურთელების მაისურები, გადავიხადოთ ფული თამაშების ყურებაში, ეს წვრილმანები აძლიერებს ფეხბურთს, უბრალოდ ჩვენ არვიცით რით დავეხმაროთ ამა თუ იმ სფეროებს :)
ამ ყველაფერს მოსდევს მერე ის მოტივაცია, რაც ფეხბურთელს ჭირდება კარგი თამაშისთვის და ლიგას გაძლიერებისთვის.
დივანზე წამოწოლილი სხვისი კრიტიკა ყველაზე ადვილია და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის კეთება, რავიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ასე ვფიქრობ.
რუსეთი რომ უნდა დავამთავროთ ყველა სფეროში ეგ ფაქტია, უბრალოდ ასე მალე არ ხდება და ამისთვის ერმა უნდა ვიშრომოთ!!
Skeleton
08 აგვისტო 2022 16:05
1
კარგი ფეხბურთელია ლუკა გაგნიძე!!! "დინამო" თბილისო!!! დააბრუნეთ საქართველოს პირველობაზე.
tngh
08 აგვისტო 2022 15:11
5
ლუკა გაგნიძე კვარაცხელიას შემდეგ საქართველოში ნომერი მე 2 ფეხბურთელია, ამას ის კიდე დაამტკიცებს, სამწუხაროა რომ რუსეთში თამაშობ მაგრამ მოსკოვის დინამო არ არის ის გუნდი, რომ თავის რიგებში ცუდი ფეხბურთელი ათამაშოს
დიტო
08 აგვისტო 2022 13:57
10
შენგელიაზე და კვარაცხელიაზე ერთი ამბავი ატეყეთ გაგნიძეზე რატომ არაფერს ამბობთ ოკუპანტ ქვეყანაში რომ თამაშობს!!!! გაგნიძეს კარგი გვარი აქვს ???
ბალეშიკ
08 აგვისტო 2022 12:29
24
ნიკს. ეგრეა. საკმარისად გამოყემენებადი არ არის ვიწრო მიზნებისთვის.
გიორგი
08 აგვისტო 2022 17:27
0
შე მართლა ვაი ბალეშიკო, შენგელია და ხვიჩა, ქართული კალათბურთის და ფეხბურთის სიმბოლო და ლიდერებია და გაგნიძე ჯერ არაფერს წარმოადგენს, ავიდეს იმათ თონეზე და მასაც არ დააკლდება კრიტიკა თუ კიდევ მოსკოვში იქნება, ახლა კი რა ქნას ახლა ყალიბდება თამაში სჭირდება, წავიდა პოლონეთში და სკამიდან არ წამოაყენეს, სადაც ათამაშებენ იქ წავიდა.
ეეე
08 აგვისტო 2022 14:52
3
ყველა გამოხმაურება
მოსკოვის დინამოს ფორმა რო გაცვია დღეს თუ გინდა სულ კუთხურიდან ჩაახვიო ყოველ ტურში მაინც სირცხვილი და ამაზრზენობა ხარ !!!
ლექსო
08 აგვისტო 2022 12:26
29
სირცხვილი და ამაზრზენობა შენ და შენნაირები ხართ @ და ლუკა იქ ფიზიკურად რომ მომძლავრდება (ხვიჩა როგორც მომძლავრდა) და 1-2 წელში ევროპის ტოპ ლიგაში რომ ითამაშებს მერე რას იტყვით საინტერესოა @
zura222
08 აგვისტო 2022 12:57
16
კარგი ნახევარმცველი გვეზრდება,კარგი გუნდია დინამო,საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერები ყავს!
ბაში აჩუკი
08 აგვისტო 2022 12:24
12
მართლა ესმის ფეხბურთი
სანი
08 აგვისტო 2022 12:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული