ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გაგნიძემ კუთხური ჭკვიანურად ჩააწოდა და მოსკოვის "დინამოს" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და "კრილია სოვეტოვთან" სტუმრად (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად (90 წუთი) პირველად ითამაშა (გააფრთხილეს). ლუკამ მე-13 წუთზე 22 წლის პარაგვაელ მცველს, რობერტო ფერნანდო ურბიეტას გაატანინა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად ჩააწოდა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ვიაჩესლავ გრულევმა დაუსვა.

მოსკოვის "დინამოს", ზენიტის" მსგავსად, 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altგაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება

თუ არა სანაკრებო სანქცია?
ასევე დაგაინტერესებთ