"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული უნდა იყოს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა გაეტანო ფონტანამ, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას 2005-06 წლებში იცავდა, ამჟამად კი სერია C-ს "იმოლესეს" მწვრთნელია, რადიო Goal-თან ნეაპოლური გუნდის ახალწვეულები - ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჟაე შეაქო. ფონტანას Areanapoli ციტირებს:

"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული და შედეგიანი უნდა იყოს. მეც, როდესაც მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ მინდოდა გადამეჭარბებინა და ზედმეტად გულმოდგინე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ეს მის ახალგაზრდულ ასაკთანაა დაკავშირებული. სპალეტი ამაზე კარგად იმუშავებს.

კიმმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. კარგად მოქმედებს და გარისკვა შეუძლია.
მისი უნარებით მოხიბლული დავრჩი. აქვს ლიდერის თვისებები და ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მესმის ინსინიემ თქვას ან ვინმე ცნობილმა მაგრამ თავის ოჯახის გარდა კაციშვილი როარ ცნობს კვარაზე რა აქვს სათქმელი ამ ოროსონმა ფეხბურთელმა ))
რონი
09 აგვისტო 2022 10:07
3
სერია ა-ში თამაშობდა,ახლა მწვრთნელია და ფეხბურთელში, კარგის და ცუდის დანახვა არ შეუძლია?!თან არც ბოროტულად არ უთქვამს და არც ცუდად,ზოგიერთი აქაურისაგან განსხვავებით.
სოსო
09 აგვისტო 2022 12:38
0
ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები ქართველ გულშემატკივრებს რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს.ახალი მისულია,ჯერ ძირითადში ადგილიც არ აქვს ბოლომდე დაბევებული.პატარა კრიტიკაზე ისე რეაგირებენ გეგონება აი სცემეს კვარა.კი მართალია ეს კაცი.ცოტა ზედმეტად დაათრევს ბურთს და ზედმეტად მონდომებულია.ეს სერია ა არის და აქ ნათამაშევ ფეხბურთელზე მეტი ექსპერტები ნუ გამოვალთ.მეტი ეფექტურობა სჭირდება კვარას და მომენტების რეალიზება გოლად ან საგოლე პასად.დრიბლინგი რომელიც უშედეგოდ მთავრდება დრიბლინგი არაა.ეს იტალიაა აქ შედეგია მთავარი.ცუდი რა თქვა?ყველაფერი იცის ხვიჩამ სერია ა-ზე და არანაირი დარიგება არ სჭირდება.ეიფორიაშია ქართველი გულშემატკივარი.ია-ვარდით მოფენილი არ იქნება ნაპოლიში თამაში.აგერ ლოსანო ფრინავდა ნაკრებში და პსვ-ში მაგრამ პირველ სეზონში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აჩვენა ნაპოლში.წინასასეზონო თამაშები სხვაა,ოფიციალური სულ სხვა მილანთან,იუვესთან,ინტერთან,ლაციოსთან და ჩემპიონთა ლიგაზე.რეალობას შეგრძნებას ნუ დავკარგავთ.
master
09 აგვისტო 2022 09:58
8
ნუ პროფესორობ თუ ძმა ხარ ქართველს ნაკლი როარ გამოუჩინოთ ხო არ არსებობს... ვინისიუსი მსოფლიო დონის მოთამაშეა და თამაში რამდენი მცდელობიდან გამოსდის წარმატებული გარღვევა?? ან კარში რო ურტყავს 10დან რამდენი მიდის კარში? მასეა თუარ იცდილე თუ არ დაარტყი თუარ გარისკე აგორავე მაშინ მეკარესთან ბურთი და იჯექი!
რონი
09 აგვისტო 2022 18:04
0
მთავარი რაც სპალეტიმ თქვა არის სივრცეების გამონთავისუფლება თუ კვარაზე ორი და სამი მცველი გადავა სხას უჩნდება შანსი იყოს შედეგიანი.აქ ბვერი ფაქტორია რაზეც ნაფიქრი აქვთ.
35
09 აგვისტო 2022 09:45
0
ჯერ ერთი, ახალი მისულია და რა შედეგები დადო. ე კაცი ბრმაა?
მეორეც, ყველაფერი კვარას უნდათ რომ, გააკეთებინონ.
თავისი თავის რეკლამაც კვარათი უნდათ, რომ გაიკეთონ, წარმოგიდგენიათ?!
თენგო
09 აგვისტო 2022 08:54
2
როცა პროფესიონალი საუბრობს, უფრო მოზომილი უნდა ვიყოთ კრიტიკაში, ის უფრო დასაფიქრებელია და გასათვალისწინებელი.
გიზოგ
09 აგვისტო 2022 08:13
1
უფრო კონკრეტული როგორ გახდეს? - კარში ჩადგეს?
ვაჟა მასწავლებელი
09 აგვისტო 2022 00:36
1
6 არასრული თამაში ჩაატარა, 4 გოლი და ორი ასისტი აქვს, მეტი რა შედეგიანი უნდა იყოს :))
რომელს აქვს ეგეთი შედეგიანობა მაგ გუნდში
!!
08 აგვისტო 2022 22:42
2
ყველას ახლა უნდათ კვარაცხელიათი თავი მოაგონონ მეც აქ ვარო. ისე მის არსებობას ვეღარც გაიგებდა ვინმე.
G.LA
08 აგვისტო 2022 22:42
0
რინალდინიო სანახაობრივ ფეხბურთს რომ თამაშობდა იმიტომ აქ 50 მილიონი ნახვა ვიდეო კოლაჟებს ამ დროს შედეგიანობით ნახევარიც არ აქ დადებული გოლი გატანილი სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მაგრამ მათზე გამორჩეულია
35
08 აგვისტო 2022 22:27
1
ინსინიემ ბოლი ზესონში 10 გოლი გაიტანა ორი თამაშიდან და 8 პენალტი.
35
08 აგვისტო 2022 22:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული