"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული უნდა იყოს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა გაეტანო ფონტანამ, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას 2005-06 წლებში იცავდა, ამჟამად კი სერია C-ს "იმოლესეს" მწვრთნელია, რადიო Goal-თან ნეაპოლური გუნდის ახალწვეულები - ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჟაე შეაქო. ფონტანას Areanapoli ციტირებს:

"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული და შედეგიანი უნდა იყოს. მეც, როდესაც მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ მინდოდა გადამეჭარბებინა და ზედმეტად გულმოდგინე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ეს მის ახალგაზრდულ ასაკთანაა დაკავშირებული. სპალეტი ამაზე კარგად იმუშავებს.

კიმმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. კარგად მოქმედებს და გარისკვა შეუძლია.
მისი უნარებით მოხიბლული დავრჩი. აქვს ლიდერის თვისებები და ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მესმის ინსინიემ თქვას ან ვინმე ცნობილმა მაგრამ თავის ოჯახის გარდა კაციშვილი როარ ცნობს კვარაზე რა აქვს სათქმელი ამ ოროსონმა ფეხბურთელმა ))
რონი
10:07 09-08-2022
3
ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები ქართველ გულშემატკივრებს რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს.ახალი მისულია,ჯერ ძირითადში ადგილიც არ აქვს ბოლომდე დაბევებული.პატარა კრიტიკაზე ისე რეაგირებენ გეგონება აი სცემეს კვარა.კი მართალია ეს კაცი.ცოტა ზედმეტად დაათრევს ბურთს და ზედმეტად მონდომებულია.ეს სერია ა არის და აქ ნათამაშევ ფეხბურთელზე მეტი ექსპერტები ნუ გამოვალთ.მეტი ეფექტურობა სჭირდება კვარას და მომენტების რეალიზება გოლად ან საგოლე პასად.დრიბლინგი რომელიც უშედეგოდ მთავრდება დრიბლინგი არაა.ეს იტალიაა აქ შედეგია მთავარი.ცუდი რა თქვა?ყველაფერი იცის ხვიჩამ სერია ა-ზე და არანაირი დარიგება არ სჭირდება.ეიფორიაშია ქართველი გულშემატკივარი.ია-ვარდით მოფენილი არ იქნება ნაპოლიში თამაში.აგერ ლოსანო ფრინავდა ნაკრებში და პსვ-ში მაგრამ პირველ სეზონში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აჩვენა ნაპოლში.წინასასეზონო თამაშები სხვაა,ოფიციალური სულ სხვა მილანთან,იუვესთან,ინტერთან,ლაციოსთან და ჩემპიონთა ლიგაზე.რეალობას შეგრძნებას ნუ დავკარგავთ.
master
09:58 09-08-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული