ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს "კვარა" თუ ოსიმენი? - ნეაპოლური გამოცემის ვრცელი ანალიზი

AutoSharing Option
ნეაპოლური გამოცემა napolicalciolive.com "ნაპოლის" ახალ პენალტისტზე წერს და ორ მთავარ კანდიდატზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე საუბრობს.

"მას შემდეგ, რაც ლორენცო ინსინიემ და დრის მერტენსმა კლუბი დატოვეს სტანდარტულებსა და  თერთმეტმეტრიანებს "კვარა" ან ოსიმენი შეასრულებენ. გუნდს წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი პენალტისტი ჰყავდა და ის გუნდის კაპიტანი იყო. კლუბის თავკაცი ლუჩიანო სპალეტი იტალიელს ბოლომდე ენდობოდა და ლორენცომ "ლურჯების" მაისურით უკანასაკნელ ჩატარებულ მატჩში სწორედ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

დიმაროსა და კასტელ დი სანგროში გამართულ მატჩებში, რამდენიმე ფეხბურთელმა სტანდარტულების შესრულება სცადა, მაგალითად, ახალგაზრდა ფორვარდმა ჯუზეპე
ამბროსინომ, თუმცა მდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად, განიხილება ორი კანდიდატი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ეს უკანასკნელი ნიგერიის ნაკრებში პენალტების შემსრულებელია. რაც შეეხება ხვიჩას, მან "ჟირონასთან" გამართულ მატჩში აჩვენა, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ძალიან ცივსისხლიანია. ფავორიტი ოსიმენია, რადგან "მალიორკასთან" ორივე მოთამაშე მოედანზე იყო, თუმცა პენალტი ოსიმენმა შეასრულა და ცხრიანმა გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, ხვიჩას აქვს სათანადო მონაცემები და შესაძლოა, უახლოეს მომავალში სტანდარტულების მთავარი შემსრულებელი გახდეს".

შეგახსენებთ, ხვიჩას დებიუტი ზუსტად 1 კვირაში, "ვერონას" წინააღმდეგ შედგება.

alt"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული უნდა იყოს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

alt"გაუძელი, არასდროს დანებდე! რომ ჩამოვალ, აუცილებლად..." - ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს მიმართა [VIDEO]

alt"ხვიჩა კვარაცხელიას მოუწევს 77 ნომერს ტაბუ მოხსნას..." - იტალიური მედია ხვიჩას ვრცელ სტატიას უძღვნის


 




 

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონ შულაიას: ხვიჩა კოჩის კატას ნუ შეადარებთ, იგი ვეფხვია იმ განსხვავებით, რომ სულ მალე ნეაპოლურ ლომად იქცევა!
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
09 აგვისტო 2022 13:49
2
+
100%
09 აგვისტო 2022 14:58
1
არ იქნება სწორი, რომ პენალტი ხვიჩას დაარტყმევინონ. ჯერ ერთი ოფოციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. რომ ვერ გაიტანოს, შეიძლება ხვიჩაზე ამან ცუდად იმოქმედოს. დააცადონ, ადგილი მყარად დაიმკვიდროს.
ქიტესა
09 აგვისტო 2022 11:43
2
ეგენი იდიოტები არიან ? რა დროს პენალტებზე ფიქრია ჯობია იმაზე იფიქრონ დაცვა როგორ გააძლიერონ და წესიერი გამთამაშებელი იშოვონ ! ასეთი გამთამაშევლებით პენლებს საერთოდ თუ მოიპოვებენ ამაზე იფიქრონ @
zura222
09 აგვისტო 2022 11:33
1
როგორ გააძლიერონ მეგობარო და იყიდონ კაშია :)) მარცხენაზე აზარა ხელიდან გაუშვეს :) ხოჭოლავა დაითრიონ იაფად გამოვლენ რაა ნაკრებში ბევრი გოლი გაუშვეს თუ რა ბოლო 10 თამაშში :)
გიორგი
09 აგვისტო 2022 11:53
0
არც მასეა საქმე რომ ამბობენ ნაპოლი სუსტი გუნდიაო, ყველა ამხანაგურ თამაშს ვუყურე და ყველა მეტოქე დაცვაში იჯდა,თან სხვადასხა ტაქტიკები იცვლებოდა.დაიწყება სერია ა და მიხვდებით რომ ნაპოლი იტალიის 4 საუკეთესო გუნდის სტატუსს იმსახურებს! ლაილიგის გუნდები კი დაცვით ფეხბურთს უფრო თამაშობენ რაცარუნდა გასაკვირი იყოს!
ბაში აჩუკი
09 აგვისტო 2022 10:35
1
კი ბატონო სრულიად გეთანხმები თანაც ამხანაგურში როგორ უხეშობდნენ სერია აში მაგდენი უხეშობა არ არის ტაკტიკური და ტექნიკური თამაშებია სერია ა-ში თან ამ ბოლო რამმოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გოლიც გადის როგორც გერმანიის ბუნდესლიგაში ვერ იტყვი რო ჩაკეტილ თამაშებს თამაშობენ
გიორგი
09 აგვისტო 2022 11:55
0
ჯერ 90 წუთით თამაში გაინაღდოს სასტავში და მერე იფიქროს პენალტისტობაზე. ისე ნაპოლის თამაშს რაც ვუყურე ძალინ სუსტი და დაუბალანსებელი გუნდი მომეჩვენა, არც ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ყავს. ასეთ ვითარებაში კვარამ კი უნდა იფიქროს გუნდის ლიდერობაზე......უძაღლო ქვეყანაში კატები.......პრინციპია რაა, მაგრამ......
შულაია
09 აგვისტო 2022 10:02
61
ერთხელ მაინც დაგიწერია დადებითი კომენტარი?პესიმიზმი ვიცი რაც არის,მაგრამ ეს პესიმიზმის შემთხვევა არ არის.ეს ძალით თვალის დაბრმავებაა.თუ არ გინდა კარგის დანახვა,შენი ნებაა,მაგრამ სჯობია ამ საიტს მოშორდე.შენს თავში იმდენ უარყოფით ენერგიას ისრუტავ,კარგად არ დაგიჯდება.ხომ ხედავ რამდენი დისლაიქი გაქვს?სხვა პოსტებში მთლად ასე არა,მაგრამ სულ მსგავსი სურათია.ჰოდა საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდი რა!შეძახილმა ხე გაახმოვო და ყოველი დისლაიქი,იგივე შეძახილი არ არის?
სოსო
09 აგვისტო 2022 13:12
1
წარუმატებელი კაცის კომენტარია, მახსოვს თქვენი კომენტარები ხვიჩაზე ადრეც და აშკარად ვერ იტანთ, ჰეითერები ყეფენ და ქარავანი მიდის :)
!!
09 აგვისტო 2022 12:58
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული