"ახალი კახა კალაძე" - სერბები აზაროვის ტრანსფერს აფასებენ

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი "ცრვენა ზვეზდას" შეუერთდა. სერბი გულშემატკივრები ირაკლის მოედანზე ხილვას მოუთმენლად ელიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

"მართალია, "იუთუბში" ყველა კარგი ფეხბურთელი ჩანს, მაგრამ ამ ბიჭს ისეთი საფეხბურთო მანერები, მოძრაობები აქვს, როგორც თანამედროვე გარემარბებს. დარწმუნებული ვარ, გაამართლებს";

"დიდებული მოთამაშეა, შეტევაში იდეალურად გამოიყურება, განსხვავებით როდიჩისგან, ის მხოლოდ 20 წლისაა";

"ახალი კახა კალაძე";

"ვნახე მისი მომენტები და ნამდვილად დიდი ტალანტი აქვს, ამ ბიჭს ვუგულშემატკივრებ!"

"სტანკოვიჩი (მთავარი მწვრთნელი) ახალგაზრდა ფეხბურთელებში არ ცდება, წარმატებები ირაკლის!"

შეგახსენებთ,
"ცრვენა ზვეზდა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს "პიუნიკის" წინააღმდეგ დღეს, 21:00 საათზე გამართავს, თუმცა ირაკლი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლოჩოშვილზე და დავითაშვილზე მე-4დღეა ერთი სიტყვაც არ გითქვამთ,რანაირი ჟურნალისტები ხართ ან რა გასაიდუმლოებული ჩვენი ფეხბურთელების გადასვლა გადმოსვლა 300-800 ათასად თუ იყიდა ვინმემ კვირაში იღებს მბაპე მაგდენს ვერ გამიგია(( ან რა ჭამა და სად ეძინა იმ დონემდე მიდიხართ ან ვაბშე ვერ წეეთ ვერაფერს.იმედია გაიგებთ სწორად გვაინტერესებს უბრალოდ.
მირო
14:06 10-08-2022
2
ეეჰ აზარ მეცოდები სკამისთვის მაგრამ ამის პირობა ჩაანს,დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე,სათადარიგოზეც კი არ ხარ...სამწუხაროდ
ასევე
23:00 09-08-2022
23
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული