ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ახალი კახა კალაძე" - სერბები აზაროვის ტრანსფერს აფასებენ

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი "ცრვენა ზვეზდას" შეუერთდა. სერბი გულშემატკივრები ირაკლის მოედანზე ხილვას მოუთმენლად ელიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

"მართალია, "იუთუბში" ყველა კარგი ფეხბურთელი ჩანს, მაგრამ ამ ბიჭს ისეთი საფეხბურთო მანერები, მოძრაობები აქვს, როგორც თანამედროვე გარემარბებს. დარწმუნებული ვარ, გაამართლებს";

"დიდებული მოთამაშეა, შეტევაში იდეალურად გამოიყურება, განსხვავებით როდიჩისგან, ის მხოლოდ 20 წლისაა";

"ახალი კახა კალაძე";

"ვნახე მისი მომენტები და ნამდვილად დიდი ტალანტი აქვს, ამ ბიჭს ვუგულშემატკივრებ!"

"სტანკოვიჩი (მთავარი მწვრთნელი) ახალგაზრდა ფეხბურთელებში არ ცდება, წარმატებები ირაკლის!"

შეგახსენებთ,
"ცრვენა ზვეზდა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს "პიუნიკის" წინააღმდეგ დღეს, 21:00 საათზე გამართავს, თუმცა ირაკლი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.