"იყო ვარიანტი ამერიკიდან; ტრაბზონში რომ ჩავიდნენ, სხვა ფურცელი დაახვედრეს" - ბესო ჩიბურდანიძე აზაროვის ტრანსფერზე

AutoSharing Option
"ფეისბუქგვერდ" "პოდკასტ ბათუმის" პირდაპირ ეთერში ირაკლი აზაროვის ტრანსფერის თაობაზე ამ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბესო ჩიბურდანიძემ ისაუბრა.

"ტრაბზონზე" გავრცელებული ინფორმაცია (1.5 მილიონი) ტყუილია, სრული აბსურდია. იყო დაინტერესება MLS-ის კლუბიდან, "კანზას სიტიდან", რომელიც სოლიდურ თანხას იხდიდა, მაგრამ შემდეგ ეს ტრანსფერი მხოლოდ იმიტომ არ გამოვიდა, რომ "ქართული ფეხბურთის მამებმა" გვთხოვეს, რომ ამერიკაში ფეხბურთელი ვერ განვითარდებაო, კი არ გაფუჭდება, ფეხბურთში ვერ მოუმატებს. "ტრაბზონთან" მიმართებაში იყო საუბარი, თითქოს მაღალ ანაზღაურებას აპირებდნენ, იხდიდნენ მაგ თანხას, მაგრამ ადგილზე ჩასულებს საერთოდ სხვა ფურცელი დაახვედრეს იქ, მილიონ-ნახევარი კი
არა, ნახევარიც არ იყო მაგისი, როგორც მახსოვს, 500 000 იყო".

შეგახსენებთ, ირაკლი "ცრვენა ზვეზდას" სულ ახლახან შეუერთდა, სერბულ გუნდს კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მშვენიერი შესაძლებლობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეტყობა სამასი ოფიციალურად, დანარჩენი მორალური კომპენსაციისთვის მიკირტუმას ცნობილი მოძრაობით გადადეს.
კარსტენ იანკერი
20 აგვისტო 2022 13:52
0
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრე გაცილებით სარფიანად გაყიდიდა. 300 დან დინამო თბილისს რაღც ერგება,აგენტსაც,ფეხბურთელსაც, აბა რაღა ჯანდაბა დარჩა ბათუმს.ასეთი უპასუხისმგებლობა კლუბიდან პირველად მესმის
ლევან
10 აგვისტო 2022 12:23
1
თუნდაც 500000 ყოფილიყო 300000-ს არ ჯობია?DDD
რრრ
10 აგვისტო 2022 10:30
2
ბათუმის დინამოს საინტერესო მათემატიკა აქვს-300 ათასი უფრო მეტია ნახევარ მილიონზე :) მაგარ გუნდს ააშენებენ ესენი. წლობით გაზრდილ ლიდერს, სემიჩკის ფასად უშვებენ სერბეთში. ისევ ძველებური, ცეხავიკური მიდგომები... კიდე კაი, რუსეთის კანალი მიიხურა, თორემ ელისტის ურალანში ან მახაჭყალის ანჟიში შეიძლება გაეშვათ.
ციციკორე
10 აგვისტო 2022 09:13
2
ვნახავთ ერთი მაგ ფულით ვის მოიყვანთ ბათუმში?! თან ისეთი მაგარი სელექცია გაქვთ ლეგიონერების სომხურ გუნდებს შეშურდებათ,გაგეყიდათ უფრო სარფიანად!!!
სოსო
10 აგვისტო 2022 08:33
1
,,ატკატი” და რამე, არა?
ტაბუ
09 აგვისტო 2022 20:46
2
200 ათასი მაინც გეთქვათ ნახევარი მილიონიც ხო მეტია სამას ათასზე აქაც კი ჩანს მათემატიკაში ნიჭიერრები რო არიან :D
ნოდო
09 აგვისტო 2022 19:01
1
ამ ქვეყანაში არ არსებობენ ნორმალური ჟურნალისტები: ტიპი ამბობს ეგენიო 500 000-ს იხდიდნენო კაცოო და საპასუხოდ რატომ არავინ ეკითხება, თუნდაც ეგრე იყოს ახლა 300 000-ად გაყიდეთ თქო? ტრაბზონსპორი რომ ჯობია ცრვენა ზვეზდას ეგ გვერდით გადავდოთ, მარტივად კაპიკებში რატომ გაყიდეთ ფეხბურთელი?
კრიტიკოსი
09 აგვისტო 2022 18:56
1
არ ჯობია არ იცი და ნუ ამბობ.
აკაკი
11 აგვისტო 2022 10:23
0
რა უნდა დაიჯეროს კაცმა თქვენი? მილიონნახევრის ნახევარი არც იყოო, ნახევარი ლიმონი მაინც ხომ იყო? ახლა გაყიდეთ 300 000 ად და რა გამოვიდა? თან სად ტრაბზონი და სად ცრვენა ზვეზდა? აი ეგაა ხართ სულ
ანტილიბერალი
09 აგვისტო 2022 18:23
6
ახლა ყველაფერი მის ხელშია.ნიჭის ტოლფასი შრომა,თავდაუზოგავი შრომა და გზა ხსნილი ექნება ტოპ ლიგებისკენ.წარმატებები,დიდი საფეხბურთო მომავალი ვუსურვოთ ირაკლის!
მერაბი
09 აგვისტო 2022 15:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული