ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბუდუ ზივზივაძე შეიძლება "ყარაბაღში" გადავიდეს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ზივზივაძეს "ფეჰერვარში" სასტარტოში არ აყენებენ, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა და მაინც გასხვისებას უპირებენ.

azerisport-ი იტყობინება, რომ უნგრულმა კლუბმა ქართველი "ყარაბაღს" შესთავაზა, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა. ისიც უცნობია, დაინტერესებულია თუ არა ტრანსფერით აზერბაიჯანის ჩემპიონი.

"ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოში "ფერენცვაროშს" დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" 2020 წელს "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა; გასულ სეზონში "უიპეშტში" იჯარით გაუშვეს, რომლის რიგებში 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ბუდუს
სეკეშფეჰერვარულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ