"კვარას ეს არ ესმოდა... ზედმეტი მოძრაობები აქვს და დარწმუნებული ვარ..." - იტალიელი ექსპერტი ხვიჩას აკრიტიკებს

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

მას არ მოსწონს, რომ ჩვენებური ბურთით ძალიან დიდ დროს ატარებს და ამის გამო ვიქტორ ოსიმენის შედეგიანობამ მოიკლო.

წინასასეზონო მზადებისას "ნაპოლიმ" ორ სუსტ ოპონენტს 14 გოლი გაუტანა, დანარჩენ სამ მატჩში კი მეტოქის კარი მხოლოდ სამჯერ აიღო, ოსიმენმა კი თავი მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა. 

"კვარას, შესაძლოა, არ ესმოდა, რომ თამაშობს ისეთ გუნდში, რომელსაც მისი ან უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

ხშირად მას ზედმეტი მოძრაობები აქვს, რაც ლოსანოსა და
ოსიმენის თამაშიდან გათიშვას იწვევს და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ამაზე იმუშავებს.

ვფიქრობ, ხვიჩას მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ ის კარგი ფეხბურთელია... მგონია, რომ ის უფრო გამჭრიახი უნდა იყოს", - თქვა ალბარელამ.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ქართველი თამარს, შოთას, ვაჟას, ილიას და სტალინს აგინებს და დიდი ამბავი, კვარა თუ გალანძღა.
სიმართლე
20:55 14-08-2022
0
ნუ გაა$$$კეთ, ფეხბურთი არის სანახაობა და მერე გოლი. ამისთვის დადიან ფეხბურთზე.
ტიტე
20:44 14-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული