"კვარას ეს არ ესმოდა... ზედმეტი მოძრაობები აქვს და დარწმუნებული ვარ..." - იტალიელი ექსპერტი ხვიჩას აკრიტიკებს

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

მას არ მოსწონს, რომ ჩვენებური ბურთით ძალიან დიდ დროს ატარებს და ამის გამო ვიქტორ ოსიმენის შედეგიანობამ მოიკლო.

წინასასეზონო მზადებისას "ნაპოლიმ" ორ სუსტ ოპონენტს 14 გოლი გაუტანა, დანარჩენ სამ მატჩში კი მეტოქის კარი მხოლოდ სამჯერ აიღო, ოსიმენმა კი თავი მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა. 

"კვარას, შესაძლოა, არ ესმოდა, რომ თამაშობს ისეთ გუნდში, რომელსაც მისი ან უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

ხშირად მას ზედმეტი მოძრაობები აქვს, რაც ლოსანოსა და
ოსიმენის თამაშიდან გათიშვას იწვევს და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ამაზე იმუშავებს.

ვფიქრობ, ხვიჩას მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ ის კარგი ფეხბურთელია... მგონია, რომ ის უფრო გამჭრიახი უნდა იყოს", - თქვა ალბარელამ.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ხვიჩას გარეშე არ უწევდათ თამაში? მეორე ტაიმიდან რომ ჩაერთო, მაშინ რა გააკეთა ოსიმჰენმა?
თენგო
11:41 10-08-2022
0
ოსიმჰენი და ყველა კვარაზე უნდა გადაეწყონ და ამას ჯერ სანახევროდაც ვერ აკეთებენ
რა პასები გაუფუჭეს, რამდენჯერ ბურთი არ შეაყოლეს?
თენგო
11:38 10-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული