ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" ჩაირიცხა - კლუბმა მცველი სერია A-ს განაცხადში უკვე შეიყვანა და უახლოეს პერიოდში წარადგენს

AutoSharing Option
სერია A-ს ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" ჩაირიცხა და კლუბმა ის კალჩოს მომავალი სეზონის განაცხადში უკვე შეიყვანა.

სავარაუდოდ, ჩვენებურის ოფიციალური წარდგენა ახალ გუნდში დღეს მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "კრემონეზე" "ვოლფსბერგერს" ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს გადაუხდის.