ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოფიციალურად - ლოჩოშვილი "კრემონეზეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვოლფსბერგერიდან" "კრემონეზეში" გადავიდა, - ამის შესახებ იტალიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

"კრემონეზემ", რომელიც ამ სეზონში აღზევდა სერია A-ში, ქართველს კონტრაქტი გაუფორმა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კრემონეზეს" ტრანსფერი 1.6 მილიონი ევრო დაუჯდა.

კრემონული გუნდი 14 აგვისტოს, პირველ ტურში "ფიორენტინას" ფლორენციაში შეხვდება.