"კვარა სპალეტის სისტემაში მაშინვე ჩაჯდა - შეგვიძლია ძალიან კარგად ვითამაშოთ" - "ნაპოლის კაპიტანი ოპტიმისტობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ Il Roma-სთან გუნდზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მას Calcio in Pillole ციტირებს:

"ნაპოლი" სეზონის სტარტისთვის ემზადება, ორშაბათს "ვერონას" დაუპირისპირდება. ეს მათთვის განსაკუთრებული სეზონი იქნება, ვინაიდან გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა - კულიბალიმ, ინსინიემ და მერტენსმა დატოვეს. ამასთან დაკავშირებით დი ლორენცომ შემტევ რგოლზე და ახალგაზრდა ქართველი კვარაცხელიაზე ილაპარაკა:

"ჩვენგან ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ, რომლებიც კლუბის ისტორიაში შევიდნენ, მაგრამ იმდენი კარგი შემტევი გვყავს, რომ მათი შესანიშნავი შემცვლელები შეუძლიათ გახდნენ. კვარა სპალეტის სისტემაში მაშინვე ჩაჯდა. ის მეურვეებს ისე იშორებს,
როგორც ბოულინგის ბურთი კეგლებს და უეჭველი მოახერხებს ჩვენი გულშემატკივრებისთვის თავის მოწონებას.

მე ასევე არ დავივიწყებდი მარჯვენა ფრთაზე ლოზანოსა და პოლიტანოს. კიდევ ოსომენი გვყავს. არაჩვეულებრივი გოლეადორი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად ვითამაშოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
.......მარტო ზურიკო არა, აზაროვი, ჩაბრა და კობახიძეც უნდა წაეყვანათ. ხო კიდევ ის-ბრაზილიელი, ქართული პასპორტი თუ აზნაურობა რომ მიანიჭეს, აი მართლა დაიჭერდა ტემპო- რითმს ნაპოლი და სულ კუნტრუშით მოიგებდა სერია ა-ს.
ჩელე
11:09 12-08-2022
1
ისე მაინტერესებს რომელი მწვრთნელის სისტემას ვერ მოერგება ხვიჩა
ნიკოლოზ
23:56 11-08-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული